ყველაზე ძვირად ღირებული საიუველირო ბრენდები

ყველაზე ძვირად ღირებული საიუველირო ბრენდები

access_time2021-11-14 21:30:45

მერილინ მონრო ამბობდა, რომ ბრილიანტი ქალის საუკეთესო მეგობარია. ამასთანავე, არაფერია უფრო ინტიმური, როგორც სამკაულების გაცემა ან მიღება.

ხშირად მდიდარი და ცნობილი ადამიანებისთვის სამკაულები მის სტატუსს განსაზღვრავენ. თანამედროვეობაში გაჩნდა ისეთი პრეცედენტიც, რომ ერთ-ერთმა რეპერმა ვარდისფერი ბრილიანტი შუბლში, კანში ჩაისვა. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს საიუველირო ნაწარმის რამდენიმე მწარმოებელი, ზოგიერთი ბრენდი ლიდერის პოზიციებს არ თმობს.

წარმოგიდგენთ ყველაზე ძვირად ღირებულ საიუველირო ბრენდებს:

Buccellati - 282 მილიონი დოლარი

Buccellati მილანში, იტალიაში 1919 წელს დაარსდა. ბრენდის ბესტსელერებში შედის რომაული სტილის მანჟეტები, სამაჯურები და ყელსაბამები. ისინი ასევე ქმნიან თვალისმომჭრელ დიზაინებს. 2013 წლამდე Buccellati საოჯახო ბიზნესის სტატუსს ატარებდა, რომელიც იმავე წელს აქციების 67%-ით Clessidra-მ შეიძინა. როგორც Forbes აღნიშნავს, ბრენდი ახლახან ჩინურმა კონგლომერატმა Gangtai Group-მა შეიძინა.

Mikimoto - 1 მილიარდი დოლარი

ბრენდის დამფუძნებელი კოკიჩი მიკიმოტო, სამკაულების შექმნის გარდა, ცნობილია სამკაულებში მარგალიტის კულტურის შემოტანით. 1893 წელს დაარსებული მიკიმოტო დღეს მარგალიტების მეფედ ითვლება. ბრენდი თავის დიზაინში აერთიანებს იაპონურ და ევროპულ სტილს, აბრეშუმის ძაფებისა და უმაღლესი ხარისხის ბრილიანტების გამოყენებით.

Bvlgari - 1,5 მილიარდი დოლარი

საათების, მოდის, სუნამოების და სამკაულების სფეროში Bvlgari ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდია. რომში დაფუძნებული ბრენდი თავის ნამუშევრებში აერთიანებს ელეგანტურ, დახვეწილ დიზაინს ტრადიციულ ელემენტებთან. გარდა ამისა, ევროპული საიუველირო მწარმოებელი იყენებს მხოლოდ 18-კარატიან ოქროს ყველა კოლექციაში.

Chopard - 1,7 მილიარდი დოლარი

1860 წელს ჟენევაში დაარსებული ძვირად ღირებული ბრენდი ცნობილია საათებისა და სამკაულების კოლექციით. Chopard იყენებს საუკეთესო სამკაულებს, რომლებიც დამზადებულია 18-კარატიანი ოქროს სქელი ფენებისგან და მაღალი ხარისხის ძვირფასი ქვებისგან. Finance Online-ის თანახმად, Chopard ცნობილია დეტალებითა და სიზუსტით, რაც მათ დიზაინებს უფრო ღირებულს ხდის.


Graff - 5,4 მილიარდი დოლარი

Graff 1960 წელს ლოურენს გრაფმა დააარსა. ბრიტანული ძვირად ღირებული სამკაულების ბრენდი პოპულარულია ელიტარულ და ცნობილ ადამიანებში. Graff ყველაზე ცნობილია მათ პროდუქტებში გამოყენებული ქვების ზომით. ლოურენს გრაფი ყოველთვის ცდილობდა გამოეყენებინა დიდი ბრილიანტები თავის დიზაინში, ტრადიცია დღესაც გრძელდება.

Van Cleef & Arpels - 6 მილიარდი დოლარი

1896 წელს საფრანგეთში, ალფრედ ვან კლიფმა და სალომონ არპელსმა დააარსეს ძვირად ღირებული საიუველირო ბრენდი. ბრენდი თემატურ ხაზებს გვთავაზობს. განსაკუთრებული მოწონება Le Secret და Romeo & Juliet -ის მოტივით შექმნილმა სამკაულების ხაზმა გამოიწვია. როგორც Passion Buzz აღნიშნავს, საიუველირო ბრენდი ცნობილია თავისი მაღალი დონის ძვირფასი ქვების დაყენების ტექნოლოგიით.

Piaget - 6,6 მილიარდი დოლარი

შვეიცარიული საათებით სახელგანთქმულმა ბრენდმა Piaget-მა თავისი პირველი 1874 წელს წარმოება გახსნა. მათი საათები მაშინვე ჰიტად იქცა და ევროპის ელიტარულმა კლასმა გამოიყენა. Piaget მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ბრენდად ითვლება.

Harry Winston - 6,6 მილიარდი დოლარი

ბრილიანტების მეფემ ჰარი უინსტონმა მისი სახელობის ბრენდი 1932 წელს დააფუძა. Harry Winston -ის ტარება ყველა მსახიობს უყვარს, განსაკუთრებით კი წითელ ხალიჩაზე პოზირებისას.

უინსტონი გვტავაზობს ელეგანტურ და გამძლე სამკაულებს, რომლებიც დროს უძლებს.

Cartier - 12,1 მილიარდი დოლარი

Cartier არის შესანიშნავი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება კლასიკისა და კრეატიული დიზაინის შერწყმა. ფრანგული ბრენდი 1847 წელს დაარსდა და თავისი უნიკალური და ელეგანტური დიზაინით სამეფო საიუველირო ბრენდებს შორის საპატიო ადგილი დაიკავა. ძვირადღირებული ბრენდი ასევე ცნობილია საათების, ჩანთების და აქსესუარების კოლექციების წარმოებით.

Tiffany & Co. - 15,8 მილიარდი დოლარი

სიაში ყველაზე ცნობილი ბრენდია ძვირად ღირებული სამკაულების მწარმოებელი Tiffany & Co. ბრენდი დიდ გავლენას ახდენს პოპ კულტურასა და ელიტაზე. კომპანიის საკმაულები წარმოდგენილია პოპულარულ ფილმებში, როგორიცაა “საუზმე ტიფანისთან“ და “დიდი გეტსბი“. კოლექციებში შედის მოტივები, როგორიცაა ყვავილები და ფრინველები.

წყარო: therichest.com,  "ბიზნესპრესნიუსი"





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up