მსოფლიოში ყველაზე პატარა ელექტრომობილი Wuling Hongguang Mini EV-ი მსოფლიოში მცირე ელექტრომობილების გაყიდვების ჩემპიონი გახდა. 2020 წლის 24 ივლისს წარმოებაში გაშვების დღიდან გაყიდვებმა 1.11 მილიონ ერთეულს მიაღწია, 2022 წელს კი 400 000-ზე მეტი გაიყიდა.
ელექტრომობილის მწარმოებელმა SAIC-GM-Wuling-მა ეს სიახლე ფასდაკლებით აღნიშნა. ჩინეთში, 30 იანვრიდან 31 მარტამდე, მანქანის ფასი 29 800 იუანიდან (4 400 დოლარი) დაიწყება. მოდელის ოფიციალური ფასი 4855-დან 14800 დოლარამდე მერყეობს.
Wuling Hongguang Mini EV მინიატურული ელექტრო მანქანაა. ის იწარმოება არა მხოლოდ Mini EV-ის რეგულარულ ვერსიად, არამედ აქვს acaron-ის, Gameboy-ის და კაბრიოლეტის მოდიფიკაციები. მინიატურული კორპუსის წყალობით, მანქანის შემობრუნების რადიუსი მხოლოდ 4,2 მეტრია.
Wuling Hongguang Mini EV აღჭურვილია ძრავით, რომელსაც 27 ცხენის ძალა აქვს, Gameboy ვერსიას - 41 ცხენის ძალა. რაც შეეხება აკუმულატორს, ჩვეულებრივი ვერსია 120-170 კმ დისტანციის გავლას უზრუნველყოფს, ხოლო GAME Gameboy BOY - 200-300 კმ-ს.