ყველაზე მდიდარი ბანკირის სტატუსს ვახტანგ ბუცხრიკიძე ინარჩუნებს - რეიტინგი

ყველაზე მდიდარი ბანკირის სტატუსს ვახტანგ ბუცხრიკიძე ინარჩუნებს - რეიტინგი

access_time2023-02-07 10:00:08

საბანკო სექტორმა დირექტორთა საბჭოს 2021 წელს 88,5 მლნ ლარი გადაუხადა. ყველაზე მაღალანაზღაურებადი მენეჯმეტი კვლავ „თიბისის“ და „საქართველოს ბანკს“ ჰყავთ. 8 დირექტორის დაქირავებისთვის „საქართველოს ბანკის“ სახელფასო ფონდი 42.2 მლნ ლარი იყო, „თიბისის“ კი 25.7 მილიონი.


საქართველოს ბანკმა მენეჯმენტზე ყველაზე მეტი თანხა დახარჯა, თუმცა ყველაზე მდიდარი ბანკირის სტატუსი კვლავ „თიბისი ბანკის“ გენერალურ დირექტორს ვახტანგ ბუცხრიკიძეს აქვს, მის მფლობელობაში 1,026,263 აქციაა, რომელთა ღირებულება 15 მლნ სტერლინგს აღწევს.  „საქართველოს ბანკის“ CEO-ს არჩილ გაჩეჩილაძის მფლობელობაში 442,234 აქციაა, რომელთა ღირებულება 6.5 მლნ სტერლინგამდეა. რაც შეეხება „ლიბერთი ბანკს“, სამეთვალყურეო საბჭოს წევრს ოთარ რუხაძეს 2021 წლის მონაცემებით 1 364 157 493 აქცია ჰქონდა, ერთი აქციის ღირებულება კი დაახლოებით 0.07 ლარი იყო.


სულ საბანკო სექტორის მმართველ რგოლში 2021 წელს 72 პირი იყო დასაქმებული, დირექტორთა საბჭოს ხელფასები კი ასე გადანაწილდა:



1. საქართველოს ბანკი - 42 278 859 ლარი (20 164 043 გადავადებული აქციებით);
2. თიბისი ბანკი - 25 717 987 ლარი (14 315 469 გადავადებული აქციებით);
3. ბაზისბანკი - 5 505 604 ლარი (923 267 გადავადებული აქციებით);
4. კრედო ბანკი - 4 499 100 ლარი (445 971 გადავადებული აქციებით);
5. პაშა ბანკი - 2 037 996 ლარი;
6. ლიბერთი ბანკი - 1 733 152 ლარი;
7. ტერაბანკი - 1 285 988 ლარი;
8. ხალიკ ბანკი - 1 253 510 ლარი (429 531 ლარი გადავადებული ანაზღაურება);
9. ქართუ - 1 202 102 ლარი;
10. იშ ბანკი - 1 192 506 ლარი;
11. პროკრედიტ ბანკი - 778 147 ლარი;
12. ზირაათბანკი - 584 985 ლარი;
13. სილქ როუდ ბანკი - 462 338 ლარი.


„კომერსანტი“ 2022 წლის მონაცემებს გამოქვეყნებისთანავე შემოგთავაზებთ.

თეგები:
ბანკირი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up