ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებები - სად მიემგზავრებიან საქართველოს მოქალაქეები ახალი წლის შესახვედრად?

ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებები - სად მიემგზავრებიან საქართველოს მოქალაქეები ახალი წლის შესახვედრად?

access_time2022-12-16 20:00:52

შობა-ახალ წელს საქართველოს მოქალაქეების ნაწილი საზღვარგარეთ შეხვდება. ასეთი ტურების დიდი ნაწილი უკვე დაგეგმილია.



რომელი მიმართულებებია ყველაზე პოპულარული ქართველი ვიზიტორებისთვის. ამ კითხვით კომერსანტმა ტურისტულ კომპანიებს მიმართა.



როგორც „გოუ ტურის“ დამფუძნებელმა ნინო წიკლაურმა „კომერსანტთან“ განაცხადა, მისი კომპანიის შემთხვევაში ყველაზე გაყიდვადი მიმართულებებია: ეგვიპტე, დუბაი, პრაღა, პარიზი, ვენა და იტალიის ქალაქები.



„ქართველი მომხმარებელი საახალწლოდ ორი თემატიკას ანიჭებს უპირატესობას. ერთია, რომ უნდათ სითბოში და თბილ ეგზოტიკურ ქვეყნებში ყოფნა. ამ მიმართულებით ყველაზე პოპულარული და გაყიდვადია ეგვიპტე, დუბაი, მალდივები, შრი ლანკა, გოა. თუმცა მაინც ყველაზე დიდი მოთხოვნა ეგვიპტეზე და დუბაიზე მოდის.




მეორე ნაწილის არჩევანია ევროპა. ისინი უპირატესობას  ანიჭებენ იმ საახალწლო სილამაზეს და განწყობას, რაც ზოგადად ევროპულ ქვეყნებში უკვე დეკემბრიდან იწყება. „გოუ ტურის“ შემთხვევაში მოთხოვნა მეტწილად მოდის ჩეხეთზე, საფრანგეთზე, იტალიაზე, ავსტრიაზე“, - ამბობს ნინო წიკლაური.



„გოუ ტურის“ დამფუძნებლის თქმით, 2022 წელს შარშანდელთან შედარებით დასვენების ფასები ზოგადად გაზრდილია, თუმცა უშუალოდ საახალწლო ტურებზე ფასები 20%-ით გაიზარდა,  რაც შეეხება მოთხოვნას, „გოუ ტურის“ ინფორმაციით, ზრდა 30-40%-ის ფარგლებშია.



საზღვარგარეთ საახალწლო ტურების გაზრდილ მოთხოვნაზე საუბრობს ტურისტული კომპანია Discover Georgia-ს დამფუძნებელი ნინა კეკელიძეც. მისი თქმით, საახალწლოდ ტურებზე მოთხოვნა  წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 70%-ითაა გაზრდილი.



„ძალიან პოპულარული მიმართულებაა შარმ ელ-შეიხი, დუბაი და ზოგადად არაბეთის გაერთიანებული საამიროები.  მალდივის კუნძულები, შრი ლანკა, ტაილანდი - კი ეგზოტიკური დასვენების მოყვარულებისთვისაა.



სიცივის და ამინდის მიუხედავად, საახალწლოდ ძალიან პოპულარულია ევროპა. ქართველებისთვის ევროპა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, საუბარია პარიზზე, რომზე, ბარსელონაზე, პრაღაზე და ბუდაპეშტზე.



ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საკმაოდ მაღალია, წელს უკვე აქტიურადაა დატვირთული საერთაშორისო ფრენები და მათ შორის მოგზაურობაც“ - აცხადებს ნინა კეკელიძე.



ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებმა იმ მიზეზებზეც ისაუბრეს, რის გამოც ქართველი მომხმარებელი სადღესასწაულო დღეების საზღვარგარეთ გატარებას არჩევს.  მათი თქმით, საქართველოში სასტუმროების ფასები ნამდვილად ძვირია და უტოლდება იგივე პარიზის, რომის თუ ბარსელონას 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასებს. თუმცა როგორც სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, მაღალი ფასის მიუხედავად საქართველოს სასტუმროებზე ახალი წლის დღეებში საერთაშორისო ვიზიტორების მხრიდან მოთხოვნაც და გადახდისუნარიანობაც არის.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up