„ქვეყანაში კვალიფიციური კადრების დეფიციტია“ -  ლევან ვეფხვაძე

„ქვეყანაში კვალიფიციური კადრების დეფიციტია“ - ლევან ვეფხვაძე

access_time2022-10-06 12:15:46

 საქართველოში კვალიფიციური კადრების პრობლემაზე,  ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის დილა“ ირაუბრა. ლევან ვეფხვაძემ აღნიშნა, რომ კომპანიებს გარკვეული საინვესტიციო პროექტების განხორციელება და ბიზნესის გაფართოება სურთ, თუმცა კადრი რომელიც ამ პროექტის მიმართულებას ჩაიბარებს არ ჰყავთ.


„ყველაზე მწვავე პრობლემა, რომელიც წამოვიდა და რაზეც იყო საუბარი,  ეს არის  კვალიფიციური სამუშაო ძალა, იმიტომ რომ რამდენიმე კომპანიამ დააყენა საკითხი, იმის შესახებ, რომ მათ უნდათ საინვესტიციო პროექტების გაფართოება, მაგრამ არ  ჰყავთ შესაბამისი კადრი, რომელიც კონკრეტულ კვალიფიკაციას შეესაბამება და გარკვეული პროექტის  შემდეგ ამ მიმართულებას ჩაიბარებს,  ეს გლობალური საკითხია და ამას  შეიძლება  თვეები და წლები  დასჭირდეს  , მაგრამ თუ  დღესვე  სწორი მიმართულება და ხედვა არ  გვექნება ბუნებრივია ხვალ შედეგები ვერ იქნება.   განაცხადა ლევან ვეფხვაძემ და აღნიშნა რომ ამ პრობლემის შესახებ 4 ოქტომბერს, პრემიერ მინისტრთან შეხვედრაზე ბიზნესის წარმომადგენლებმა ისაუბრეს.

 

პრემიერმა თქვა, რომ  ამ საკითხზე დამატებით შეხვედრა - დისკუსიებია საჭირო, რადგან  ერთია  თუ რას ადგენს სახელმწიფო და რა  მოთხოვნებს  უწესებს სასწავლო დაწესებულებებს და მეორეა  რა არის  ბაზარზე მოთხოვნა. არსებობს თუ არა  ეს პროგრამები და ამ პროგრამების  შესაბამისად არსებობენ თუ არა შესაბამისი კვალიფიკაციის  ადამიანები, რომლებსაც კონკრეტულად  სასწავლო დაწესებულებები უნდა  უშვებდნენ“, - აღნიშნა  ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა.



ვეფხვაძის თქმით  კომპანიების დაახლოებით  2/3 ამბობს, რომ  2022 წლის  ბოლოს  ინვესტიციების  გაზრდას და გაფართოებას აპირებს, რაც კარგი  მაჩვენებლით.

 

„თუ ამას სხვა კუთხით შევხედავთ პრობლემებში  ამოვარდება, რომ  იქ  ადმინისტრაციული ბარიერებია, რაც   განსაკუთრებით  სამშენებლო  სექტორს აწუხებს.  მეორეს მხრივ დაახლოებით 30% კომპანიების მზად  არის  ახალი სამუშაო ადგილი შექმნისა და  ახალი თანამშრომლების დასაქმებისთვის,  მაგრამ ამდენივე  კომპანია ამბობს, რომ იმ კვალიფიკაციის ადამიანები, რომლებიც კონკრეტულ მომენტში სჭირდებათ   ბაზარს არ ჰყავს. ეს  პრობლემები  ძალიან მნიშვნელოვანია რომ კარგად  დავინახოთ. იმიტომ რომ თუ ჩვენ სწორად არ ვუპასუხებთ პრობლემებს,  თუკი არ შევამცირებთ  იმ  ადმინისტრაციულ წინაღობას,  რამაც  შეიძლება ინვესტიციები განახორციელოს,  თუკი დროულად არ მოვამზადებთ იმ ადამიანებს და კვალიფიციურ  კადრებს,  რომელიც  ჩაიბარებენ პროექტებს ჩვენ ეკონომიკას წინ ვეღარ წავწევთ„ -  აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.


საქართველოს ბიზნეს ასოციაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს 4 ოქტომბერს შეხვდა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up