საქართველოში რეგისტრირებული მსუბუქ ავტომობილებს შორის ყველაზე პოპულარული ბრენდი მერსედესია, — ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ საავტომობილო სექტორის კვლევაშია აღნიშნული.
საქართველოში რეგისტრირებული მსუბუქი ავტომობილების ხუთეული ასე გამოიყურება:
მერსედესი — 166 669 ავტომობილია რეგისტრირებული;
ტოიოტას — 156 682 ავტომობილია რეგისტრირებული;
საბჭოური VAZ. — 154 769 ავტომობილია რეგისტრირებული;
ოპელის - 138 138 ავტომობილია რეგისტრირებული;
ფორდის - 92 491 ავტომობილია რეგისტრირებული.
ათეულში შედის ასევე BMW, ნისანი, ფოლკსვაგენი, ჰონდა და მიცუბიში.
რაც შეეხება ახლადდარეგისტრირებულ ავტომობილებს, კვლევის მიხედვით, ქართველი მომხმარებლები ახლა უპირატესობას ტოიოტას ბრენდის ავტომობილებს ანიჭებენ. ბოლო 9 თვეში საქართველოში ტოიოტას მარკის 14 641 ავტომობილი დარეგისტრირდა, ფორდის მარკის – 9 310; მერსედესის მარკის 6 321; ოპელის — 5 075, ხოლო ჰიუნდაის — 3 910.