ყველაზე ხარჯიანი მსოფლიო ჩემპიონატი ისტორიაში - რამდენი დახარჯა და რა ააშენა კატარმა

ყველაზე ხარჯიანი მსოფლიო ჩემპიონატი ისტორიაში - რამდენი დახარჯა და რა ააშენა კატარმა

access_time2022-11-21 23:55:26

12 წლის განმავლობაში ემზადებოდა და აქამდე მოსასვლელად 300 მილიარდ დოლარამდე დახარჯა. ქვეყნის დედაქალაქი დოჰა სრულიად გარდაიქმნა - აშენდა ახალი სტადიონები და სასტუმროები, რომლებმაც მილიონობით ტურისტს უნდა უმასპინძლონ მომდევნო თვეში.

 

წლევანდელი ტურნირი მრავალმხრივაა გამორჩეული. გარდა იმისა, რომ ყველაზე ძვირად ღირებულია ისტორიაში, ეს იქნება პირველი მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც შუა აღმოსავლეთში ჩატარდება.

 

ყველაზე მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიების კატარში გამართვის გადაწყვეტილება თავიდანვე საკამათოდ მიიჩნეოდა. იყო ეჭვები ქვეყანაში ქალთა და LGBTQ ადამიანების უფლებების შეზღუდვასა და მიგრანტ მუშათა მოპყრობასთან დაკავშირებით. მთავრობა ვერც დაპირებული ნახშირბადის ნეიტრალიტეტის დაცვას ახერხებს. შეიცვალა ტრადიციული განრიგიც და ჩემპიონატი ზაფხულის ნაცვლად ზამთარში ტარდება. თუმცა ფანების უკმაყოფილებას ყველაზე მეტად მაინც ის იწვევს, რომ სტადიონებზე ალკოჰოლი აკრძალულია.

 

ამ ყველაფრის მიუხედავად, ორგანიზატორები ტურნირისგან რეკორდულ, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან მიღებულ შემოსავალზე, 5.4 მილიარდ დოლარზე მეტ შემოსავალს ელიან.

 

რაში დაიხარჯა 300 მილიარდი დოლარი?

 

წინა მსოფლიო ჩემპიონატებისგან განსხვავებით, როდესაც სტადიონები რამდენიმე ქალაქში იყო განთავსებული, წელს ყველა თამაში დოჰას პატარა მონაკვეთზე გაიმართება. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ერთ-თვიან პერიოდში ქვეყნის დედაქალაქს მილიონამდე ტურისტი ესტუმრება, რაც მთლიანი მოსახლეობის მესამედს შეადგენს. სწორედ ამიტომ, თანხის უდიდესი ნაწილი ინფრასტრუქტურას მოხმარდა.

 

თითქმის ყველა, 3 მილიონამდე ბილეთი ოქტომბრის შუა რიცხვებამდე გაიყიდა. FIFA-ს თანახმად, ადგილობრივებთან ერთად, ყველაზე მეტი ბილეთი საუდის არაბეთიდან და არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან შეიძინეს.

 


მატჩები 8 სტადიონზე გაიმართება, რომელთაგან 7 ახალია, 1 კი განახლებული.

 

კატარის ტერიტორიულმა სიმცირემ დამატებითი გამოწვევა შეუქმნა ორგანიზატორებს, რომლებიც ფანების დასაბინავებლად იმგვარ არატრადიციულ ხერხებს მიმართავენ, როგორებიცაა საკრუიზო გემები თუ ბანაკები უდაბნოში. მიზანი 130,000 ადგილის შექმნა იყო, თუმცა სასტუმროთა ნაწილი ჯერ კიდევ არაა დამთავრებული.

 


მეტროს ახალმა სისტემამ, თანამედროვე სავაჭრო პორტმა, მთავარი აეროპორტის გაფართოებამ და დოჰას ჩრდილოეთით დაგეგმილი ქალაქ ლუსაილის გაშენებამ ქვეყანა მნიშვნელოვნად გარდაქმნა. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, ამ პროექტების განხორციელების ტემპი სწორედ მსოფლიო ჩემპიონატმა დააჩქარა.

 

კატარის სიმდიდრის მთავარი წყარო ბუნებრივი აირის მარაგებია და ევროპის ენერგოკრიზისის ფონზე, ქვეყანა განსაკუთრებით ხეირობს გათხევადებული გაზის ექსპორტით. წიაღისეული საწვავის უხვმა რესურსმა ქვეყანა ერთ მოსახლეზე შემოსავლის რეიტინგის სათავეში მოაქცია. ნავთობის ფასების ზრდამ კი კიდევ უფრო დააჩქარა ქვეყნის ეკონომიკის ზრდა, რომელიც, S&P Global-ის თანახმად, წელს 13%-იანი იქნება.

 

ფუჭი ხარჯვა თუ სამომავლო ინვესტიცია

 

როგორც გამოცემა The Economist წერს, აქამდე ჩატარებული 14 მსოფლიო ჩემპიონატიდან მხოლოდ ერთი, 2018 წლის ჩემპიონატი იყო მომგებიანი მასპინძელი ქვეყნისთვის - ამ წელს რუსეთმა 235 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

 

FIFA მხოლოდ საოპერაციო ხარჯებს ფარავს, სხვა ყველა დანარჩენზე მასპინძელმა ქვეყანამ უნდა იზრუნოს. მიმდინარე ტურნირის კოლოსალურმა ხარჯებმა პოტენციურ სარგებელთან დაკავშირებითაც მოსახლეობაში ეჭვები გააჩინა.

 

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ოფიციალურ წარმომადგენლებს მკაფიო პასუხი არ აქვთ იმაზე, თუ რისთვის გამოიყენებენ ერთ არეალში მოქცეულ ახალ სტადიონებს, მთავრობაში მაინც მიაჩნიათ, რომ მზადების პროცესში აშენებული ინფრასტრუქტურა წაადგება ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის განვითარებას.

 

მართალია, LNG-ზე ახლა მოთხოვნა მაღალია, თუმცა ევროპა წიაღისეულ საწვავებზე დამოკიდებულების შეწყვეტას ისახავს მიზნად, რაც კატარს მომგებიანიდან წამგებიან პოზიციაში გადაანაცვლებს. თანამედროვე ქვეყნის სტატუსის შექმნა, შესაძლოა, ქვეყანას ტურისტებისა და ბიზნესების მოზიდვაში დაეხმაროს და ეს პროცესი შეამსუბუქოს, პორტებისა და გზების განვითარებამ კი წაახალისოს წარმოება.

 

ქვეყნის მოსახლეობა წელს 14%-ით, რეკორდულ 3 მილიონამდე გაიზარდა, თუმცა ტურისტების წასვლის შემდეგ, ქვეყანაში ბევრი ცარიელი და აუთვისებელი ადგილის დარჩენის რისკია. მთავრობა იმედოვნებს, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების გამოცდილება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას დაეხმარება, თუმცა უმთავრეს სპორტულ მოვლენასა და ეკონომიკური განვითარების მომდევნო ფაზას შორის გზა ჯერ კვლავ ბუნდოვანია.



Bpn.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up