„გადმომაგდეს  მგზავრებიანად  ქუჩაში და  ყინვაში დამტოვეს“ - რას ედავება ტაქსის მძღოლი საპატრულო პოლიციას და აღსრულებას

„გადმომაგდეს მგზავრებიანად ქუჩაში და ყინვაში დამტოვეს“ - რას ედავება ტაქსის მძღოლი საპატრულო პოლიციას და აღსრულებას

access_time2023-02-16 20:00:19

თბილისში ტაქსის მძღოლი ქალი მუშაობის პროცესში საპატრულო პოლიციამ გააჩერა და განუცხადეს, რომ მისი მანქანა ძებნაშია და სააღსრულებოზე იყო გადაცემული. შესაბამისად, ტაქსის  მძღოლიც და მისი სამი მგზავრიც იძულებულები გახდენენ, რომ მანქანა დაეტოვებინათ - ამის შესახებ ინფორმაცია ტაქსის მძღოლის მაია ზურაბაშვილის შვილმა სალომე ბერელიძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

 


როგორც სალომე ბერელიძე წერდა, დედამისს ე.წ. „მე-12 ოთახში“ უთხრეს, რომ 2021 წლის შემდეგ ჯარიმები არ იყო გადახდილი და სწორედ ამიტომ მოხდა მანქანის გადაყვანა.

 


„დედა არის ტაქსის მძღოლი, შემოსავლის წყაროა მანქანა, გუშინ ღამით პატრულმა გააჩერა მგზავრებთან ერთად, გადმოსვეს მანქანიდან და მანქანა წაიყვანეს, სააღსრულებოს ძებნაზე ჰყავს მანქანაო. ჯარიმები არ ჰქონდა, ყველაფერს იხდიდა დედა ყოველთვის. მე-12 ში უთხრეს რომ 2021 წლის მერე არ აქვს ჯარიმები გადახდილი არცერთი, არადა ყოველთვის იხდიდა თუ რაიმე ჯარიმა ჰქონდა, ვერ ამტკიცებს რომ გადახდილი აქვს… ბოლოს გადახდილი აქვს 10 თებერვალს… და ამის ქვითარი არსებობს, ისინი იძახიან რომ არ არის გადახდილი არანაირი ჯარიმა 2021 წლის შემდეგ… თუ გაქვს რაიმე რეკომენდაცია“ - წერდა სალომე ბერელიძე და იურისტებისგან რჩევას ითხოვდა.



„კომერსანტი“ დეტალების გასარკვევად ტაქსის მძღოლს მაია ზურაბაშვილს დაუკავშირდა, როგორც ზურაბაშვილი ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, მას ჯარიმების შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინება არ მისდიოდა, რის შესახებაც უწყებას არაერთხელ მიმართა, მისი თქმით, აღნიშნული ხარვეზი ამ დრომდე არ გამოსწორებულა, თუმცა მაია ზურაბაშვილის მტკიცებით,  შვლის დახმარებით  ჯარიმების შესახებ ინფორმაციას ყოველთვის ამოწმებდა და მის სახელზე ჯარიმა ამ კონკრეტულ შემთხვევამდე არ ფიქსირდებოდა.

 

 

„ჩემი შვილი მიმოწმებს ხოლმე, არის თუ არა ჩემ სახელზე რაიმე ჯარიმა, მე 2022 წლის შემდეგ ტელეფონზე ჯარიმის შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინება არ მომდის, ტექდათვალიერებაზე ინფორმაცია მომდის, მაგრამ ის არა, ამის შესახებ რამდენჯერმე ვიყავი უწყებაში მისული, თუმცა უშედეგოდ. როდესაც ონლაინ  ჩემს სახელზე არსებულ ჯარიმას ვნახავდი 10 დღეში ვიხდიდი, ზოგს იმ დღესვე ვიხდიდი.

 

 


იმ ღამეს მუშაობის მომენტში გამაჩერა პატრულმა, მითხრეს, რომ ჩემი მანქანა ძებნაშია და სააღსრულებოში უნდა გადაიყვანონ, მე წინასწარ არანაირი შეტყობინება და წერილი არ მიმიღია იმის  შესახებ, რომ მანქანა ძებნაში იყო.  თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ როგორც საპატრულო ეკიპაჟმა მითხრა, ამ მანქანაზე არანაირი გადაუხდელი ჯარიმა არ იძებნებოდა, მაგრამ თუ რატომ მიჰყავდათ მანქანა, ამაზე პასუხი ვერ გამცეს და ვარაუდის დონეზე მკითხეს, ხომ არ მქონდა რაიმე გადაუხდელი სესხი, რასაც შეიძლება ჩემ სახელზე არსებული ქონების დაყადაღება გამოეწვია,“  - ამბობს მაია ზურაბაშვილი.

 

 

ზურაბაშვილი თქმით, დღემდე ვერ არკვევს, თუ საიდან მოდის ეს ჯარიმები, თუმცა აღნიშნავს, რომ როდესაც „მე-12 ოთახში“  მივიდა, იქ განუცხადეს, რომ მას ჰქონდა 5 გადაუხდელი ჯარიმა, რომელიც შემდეგ გაიზარდა, დაეკისრა საურავი და ჯამში 1080 ლარი შეადგინა, რაც მხოლოდ ჯარიმის თანხაა და მას დაემატება ტრანსპორტირების და საჯარიმოზე დგომის ყოველდღიური საფასურიც.

 

 

ზურაბაშვილი ჩვენთან საუბრისას  აცხადებს, რომ გადახდას ყოველთვის ახორციელებდა ძირითადად საქართველოს ბანკის, ზოგჯერ კი TBC ბანკის სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით, მისივე  თქმით, ერთ-ერთ ჯარიმის საფასური  გადახდილი  იყო ონლაინ ბანკის მეშვეობით, რომელიც მოიძია, თუმცა ამ ჯარიმასაც დღეს სისტემა გადაუხდელად უჩვენებს.

 

 

„საპატრულოში მითხრეს, რომ ჯარიმა 2021 წლიდან არ გადამიხდია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, მეუბნებიან, რომ 5-6 ჯარიმაა, აქედან  ერთი ჩემი შვილის ჯარიმაა და შეპარულია ამ მანქანაზე, ჩემი შვილის მანქანაც ჩემ სახელზეა. ყველა მათგანი გადახდილი მაქვს, მაგრამ ხელში არაფერი არ მიჭირავს, აქედან 1 ინტერნეტ ბანკის მეშვეობით მოიძია ჩემმა შვილმა, მაგრამ დანარჩენი სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით არის გადახდილი, მივმართე ბანკებს და შემპირდნენ რომ  3-5 დღის ვადაში მომცემენ ქვითრებს, ისე  ვერაფერს ვამტკიცებ.



„მე-12 ოთახში“ ვიკითხე, როგორც ამ ერთი ჯარიმის ქვითარი აღმომაჩნდა, ისე რომ ვიპოვო სხვაც, რა მოხდებოდა, რაზეც პასუხი იყო, რომ შეიძლება  რამე ცდომილებაა და ჯარიმები განულდებაო. თუმცა ჩემი სიმართლის დამტკიცების შემთხვევაშიც მე მაინც მომიწევს მანქანის ევაკუატორის და საჯარიმოზე დგომის ყოველდღიური საფასურის გადახდა.

  

 

ჩემთვის გაუგებარია რატომ წაიყვანეს დიდუბის  ხიდიდან მანქანა  ქალაქის მეორე ბოლოში ლილოში, სააღსრულებოზე მანქანის დგომა უფასოა ამათ ერთი ბოლოდან მეორე  ბოლოში წაიყვანეს, არც ამაზე მაძლევს არავინ ინფორმაციას ვინ და  რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება.

  

 

რა  სახელი  დავარქვა  იმას, თუ როგორ გადმომაგდეს  მგზავრებიანად  ქუჩაში და  ყინვაში დამტოვეს,  არ ვიცი, ამდენი  დღე სახლში  ვზივარ, მიცდება  სამუშაო  საათები,  წნევებს  ვერ  ვიგდებ. ყველაზეე საშინელება  ისაა რომ  მართალი ვარ და ჩემ სიმართლეს ვერ ვამტკიცებ,“- აცხადებს მაია ზურაბაშვილი.

 

 

 

 

 

 

 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up