ყველზე ბედნიერი ხალხი კოლუმბიაში, უბედური კი ავღანეთში ცხოვრობს - Gallup International-ი

ყველზე ბედნიერი ხალხი კოლუმბიაში, უბედური კი ავღანეთში ცხოვრობს - Gallup International-ი

access_time2021-12-30 00:00:00

წლის ბოლოსთვის იმედისა და ბედნიერების გლობალური ინდექსი, გასულ წელთან შედარებით, მთელ მსოფლიოში შემცირდა. ამის შესახებ Gallup International-ის კვლევა End of Year-ში არის ნათქვამი, რაც კვლევითი ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება.


„მოახლოებული ეკონომიკური სირთულეების შიში მაღალი რჩება და სტაბილურად იზრდება. მსოფლიოს იმედებზე, შიშებსა და მოლოდინებზე გლობალური პანდემია მაინც აშკარად მოქმედებს, თუმცა რეგიონებისა და ქვეყნების მიხედვით მნიშვნელოვანი განსხვავებები მაინც არსებობს,“ - წერია კვლევაში.


End of Year მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივი გლობალური გამოკითხვაა, რომელიც Gallup International-მა 1979 წელს დაიწყო. ტრადიციული გამოკითხვა იმედისა და ბედნიერების ინდექსით, ასევე, ეკონომიკური მოლოდინების შეფასებით ტარდება.


2021 წლის დასრულებასთან ერთად, მთელ მსოფლიოში უკეთესი მომავლის იმედი ჩნდება, თუმცა იმედის ამ მაჩვენებელმა რამდენიმე წლის წინანდელ მაღალ დონეს ვერ მიაღწია. მსოფლიოს მოსახლეობის 38% ფიქრობს, რომ 2022 წელი წლევანდელზე უკეთესი იქნება, 28% უარეს წელს ელოდება, ხოლო 27% თვლის, რომ 2022 წელი ისეთივე იქნება, როგორიც 2021 წელი იყო. Gallup-ის შეფასებით, ეს სურათი End of Year 2020-ის შედეგებს ჰგავს, ხოლო 2008 წელი ახალი საუკუნის მსოფლიოში კვლავ ყველაზე დიდი პესიმიზმის წლად რჩება.


ყველაზე იმედიანად ხალხი ინდონეზიაში არის განწყობილი, სადაც მოსახლეობის 76% უკეთესი წლის მოლოდინშია, ისევე, როგორც ალბანეთში - 70%, ნიგერიაში - 68%, აზერბაიჯანში - 62% და ვიეტნამში - 59%. ამდენად, HOPE INDEX-ის ტოპ 5-ეულის ქვეყნებია: ინდონეზია, ალბანეთი, აზერბაიჯანი, ნიგერია და მექსიკა/ვიეტნამი თანაბარი მაჩვენებლით.


იმედის მაჩვენებელი დაბალია ავღანეთში, სადაც უარეს წელს მოსახლეობის 56% ელოდება. შემდეგ თურქეთში - 56%, ბულგარეთში - 48%, პოლონეთში - 47%, ჩეხეთში - 45% და პაკისტანში - 41%. პესიმისტების ხუთეულში შედიან ავღანეთი, თურქეთი, ბულგარეთი, პოლონეთი და ჩეხეთი.


კორეის რესპუბლიკის მოქალაქეების 54% მოელის, რომ მომავალი წელი 2021 წლის მსგავსი იქნება. ასე ვარაუდობს იტალიელების 48%, სერბეთში კი - 42%.



ევროპა, რუსეთი და ახლო აღმოსავლეთი უფრო პესიმისტურია, ხოლო აზიის ქვეყნები უფრო ოპტიმისტურად არიან განწყობილი. შარშანდელ გამოკითხვასთან შედარებით, იმედის მაჩვენებელი მკვეთრად შემცირდა აშშ-ში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, ავსტრალიასა და ინდოეთში, ხოლო იაპონიაში, მექსიკასა და კორეაში მნიშვნელოვნად გაიზარდა. თურქეთი პესიმიზმის რეკორდული მატებით უნიკალური შემთხვევაა, რაც, ნაწილობრივ, ინფლაციის მწვავე ფაქტორმა განაპირობა.


ეკონომიკური მოლოდინები საგანგაშოა, თუმცა შარშანდელთან შედარებით, ეს მაჩვენებლი არ გაზრდილა. თავისი ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობას მსოფლიო მოსახლეობის 26% მოელის, 41% ეკონომიკური სიძნელეებისთვის ემზადება, ხოლო 26% ფიქრობს, რომ 2022 წელი ეკონომიკის მხრივ წლევანდელის მსგავსი იქნება.


ეკონომიკური ოპტიმიზმით ქვეყნები ასე ჯგუფდებიან: ნიგერია - ოპტიმისტების 61%-ით, ინდონეზია - 58%-ით, ვიეტნამი - 55%-ით და აზერბაიჯანი - 52%-ით, ხოლო ალბანეთსა და ინდოეთს თანაბარი, 49%-იანი მაჩვენებელი აქვთ.


ეკონომიკური პესიმიზმი ყველაზე მეტად თურქეთში ჭარბობს, სადაც მოსახლეობის 72% სირთულეებს მოელის. ბოსნია და ჰერცეგოვინაში - 72%, ბულგარეთში - 64%, პოლონეთში - 64%, რუმინეთში - 61%, ავღანეთში - 60% და გერმანიაში - 59%.


ევროპა, განსაკუთრებით კი აღმოსავლეთ ევროპა უფრო პესიმისტურად გამოიყურება, ხოლო განვითარებადი რეგიონები ხშირად უფრო ხალისიანად და იმედიანად არიან.


პანდემიისა და ეკონომიკური სიძნელეების მიუხედავად, პირადი ბედნიერება ყველა მაჩვენებელზე ჭარბობს, რაც ერთგვარ ტრადიციად იქცა. პირადი ბედნიერების თვალსაზრისით, ხალხი მთელ მსოფლიოში საკმაოდ კმაყოფილია. მსოფლიოს მოსახლეობის 56% თავს „ბედნიერად ან ძალიან ბედნიერად“ თვლის, მეათედზე მეტი ამბობს, რომ მეტ-ნაკლებად უბედურია, ხოლო თითქმის მესამედი ამბობს, რომ „არც ბედნიერია და არც უბედური“.


ყველაზე ბედნიერი ხალხი კოლუმბიაში ცხოვრობს, სადაც მოსახლეობის 83% ბედნიერია. შემდეგ ყაზახეთში - 81%, ალბანეთში - 74%, მალაიზიაში - 78% და ნიგერიაში - 78%.


ყველაზე უბედურები არიან ავღანეთში, სადაც მოსახლეობის 36% აცხადებს, რომ უბედური ან ძალიან უბედურია, შემდეგ განაში და ერაყში - თანაბარი 31%-ით, უკრაინაში - 31%-ით, თურქეთში - 23%-ით, პაკისტანში - 23%-ით და რუსეთში - 23%-ით.


ამდენად, HAPPINESS INDEX-ის ტოპ 5-ეულის ქვეყნებია: კოლუმბია, ყაზახეთი, ალბანეთი, მალაიზია და აზერბაიჯანი, ხოლო უბედურების ხუთეულში არიან განა, ავღანეთი, ჰონგ კონგი, ერაყი და რუსეთი.


მსოფლიოს ყველაზე ბედნიერ ადგილებს შორის ლათინური ამერიკა, აფრიკა და აღმოსავლეთ აზია ხშირად სახელდება. ევროპა, ახლო აღმოსავლეთი და რუსეთი უფრო პირქუში მხარეები არიან, ხოლო აშშ ამ მხრივ, როგორც წესი, საშუალო მაჩვენბელს იღებს


bpn.ge



თეგები:
Gallup International



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up