ზაჰესის ხიდზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება, ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.
ზაჰესის დასახლებაში, გმირ ქართველ არტილერისტთა სახელობის ხიდზე გეგმური სამუშაოები იწყება.
აღნიშნულ ტერიტორიაზე სადეფორმაციო ნაკერების რეაბილიტაცია განხორციელდება და დაზიანებული ფრაგმენტები აღდგება.