ზამთარში ნედლი რძე კიდევ გაძვირდება - „ყვარლის ბაგა“

ზამთარში ნედლი რძე კიდევ გაძვირდება - „ყვარლის ბაგა“

access_time2022-10-28 22:00:00

ზამთარში ნედლი რძის ფასი ისევ მოიმატებს - ამის შესახებ ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფერმის, ,,ყვარლის ბაგას“ საოპერაციო დირექტორმა ირაკლი კონჯარიამ განაცხადა.


მისი თქმით, მიზეზი საკვები პროდუქტისა და დანამატის ფასის ზრდაა, რომლის დიდი ნაწილიც იმპორტირებულია.


„საქონელი ჰოლშტეინის ჯიშის. თავდაპირველად დავიწყეთ 3 ტონა რძით და ახლა გვაქვს 35 ტონა დღეში. ჩვენი ძირთადი შემსყიდველები არიან, „სანტე“, „აგროჰაბი“ და „სოფლის ნობათი“.


თავიდან იყო აწყობილი ევროპულ მოდელზე, შემდეგ გვყავდა ებრაელი მენეჯერი და მივხვდით, რომ ებრაულ მოდელზე გადაწყობა სჯობდა და მასზე გადავეწყვეთ. მეტად არის მორგებული საქონლის კომფორტზე. 25 კვადრატულია გათვალისწინებული თითო ძროხაზე. საწარმოო ციკლი ისე გვაქვს აწყობილი, რომ სეზონურად არ იცვლება პროდუქტიულობა, რადგან სრულად ხელოვნურ განაყოფიერებაზეა აწყობილი.



როგორც აღვნიშნე დღეში გვაქვს 35 ტონა ნედლი რძე, რომელიც აბსოლუტურად არასაკმარისია მოთხოვნასთან მიმართებით. ორჯერ მეტი რძე რომ გვქონდეს, მაინც დეფიციტი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჩვენი მიწის ნაკვეთებიც გვაქვს, სადაც საკვები მოგვყავს, ესეც არა საკმარისია. დიდწილად დამოკიდებული ვართ იმპორტზე, რომლის ფასიც როგორც წესი, მზარდია და ეს შესაბამისად ზრდის ნედლი რძის ფასს.


დღეს, 1 ლიტრი რძის საბაზისო ფასი 1.80-ია პლიუს ცილის და ცხიმის შეფარდება. მიუხედავად ამისა, მოგების კუთხით ფაქტობრივად, არ გვაქვს ზრდა, რადგან როგორც რძის ფასი გაიზარდა, ისე გაიზარდა ხარჯიც. მოლოდინი გვაქვს, რომ ნედლი რძე კიდევ გაძვირდება და ორ ლარამდე ავა ზამთრისთვის. ამაზე მოლაპარაკება უკვე მიდის. მიუხედავად იმისა, რომ ფასის წარმოქმნაში დიდ როლს ვთამაშობთ, როგორც ერთ-ერთ ყველაზე დიდ ფერმა. თუმცა მთავარი მაინც გარემოპირობებია. ეს განაპირობებს ფასის დადგენას“, - განაცხადა კონჯარიამ „ბიზნესპრესნიუსთან“.


ცნობისთვის: „ყვარლის ბაგა“ ყვარელში 2013 წელს ამუშავდა და დღემდე 20 მლნ დოლარის ინვესტიციაა განხორციელებული; ამ დროისთვის ფერმაში 2 500-მდე ჰოლშტეინის ჯიშის ძროხაა. ე.წ. „ებრაული მოდელის“ ფერმა 100-მდე ადამიანს ასაქმებს.


bpn.ge





თეგები:
რძე



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up