ზამთარში უკრაინა ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყნიდან, ევროპიდან იმპორტიორი ქვეყნის სტატუსს მიიღებს. ამისათვის კი ქვეყანა საკუთარ ტექნიკურ შესაძლებლობებს გაზრდის.
რაზუმკოვის ცენტრის ენერგეტიკული პროგრამების დირექტორის ვლადიმერ ომელჩენკოს თქმით, დაახლოებით 10 გიგავატი ენერგიის წარმოების სიმძლავრე გამორთულია ან მდებარეობს ოკუპირებულ ზონაში.
მისივე თქმით, ელექტროენერგიაზე მოთხოვნის 30-35%-ით შემცირების ფონზე, მოსალოდნელია ზამთარში პიკური დატვირთვის შემცირება 25 გვტ-დან 17-18 გვტ-მდე.
„თუმცა, ასეთი მნიშვნელოვანი კლების დაფარვაც კი რთული იქნება. ამიტომ, ღირს მოვემზადოთ სცენარისთვის, როდესაც ზაფხულში ელექტროენერგიის ექსპორტი შეიძლება შეიცვალოს იმპორტით ზამთარში - პიკის საათებში - 1,5 გვტ-მდე“, - განაცხადა ომელჩენკომ.
ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით, უკრაინაში ელექტროენერგიის მოხმარება 2021 წელს, ქსელებში ტექნოლოგიური დანაკარგების გათვალისწინებით, 2020 წელთან შედარებით 5,7%-ით (8 მლრდ 390,9 მლნ კვტ/სთ-ით) გაიზარდა და 154 მლრდ 825,7 მლნ კვტ /სთ შეადგინა.
თუმცა ელექტროენერგიის მოხმარების ზრდასთან ერთად ქვეყანამ გაზარდა წარმოებაც. როგორც 2021 წლის იანვარში გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, ელექტროენერგიის წარმოება უკრაინის გაერთიანებულ ენერგეტიკულ სისტემაში (IPS) 2021 წელს, 2020 წელთან შედარებით 5,2%-ით იყო გაზრდილი და წლის მონაცემებით 156 მილიარდ 575,7 მლნ კვტ/სთ-ს შეადგენდა.
Interfax-Ukraine-ის შეფასებით, ატომურმა ელექტროსადგურებმა (NPP) გასულ წელს ელექტროენერგიის გამომუშავება 13,1%-ით გაზარდეს. კერძოდ, ზაპორიჟჟიას ატომურ ელექტროსადგურზე გამომუშავებამ შეადგინა 35 მლრდ 457,5 მლნ კვტ/სთ (+23,4%), სამხრეთ უკრაინაში - 18,626 მლრდ კვტ/სთ (-3,8%), რივნეში - 18 მლრდ 827,3 მლნ კვტ/სთ (+10 ,3%), ხმელნიცკიში — 13 მლრდ 294,6 მლნ კვტ/სთ (+20,5%). მზარდი იყო ასევე სხვა ჰესების გენერაციაც.