ზამთარში უშუქოდ დარჩენა არ გვემუქრება, ენგურჰესის ჩანაცვლება მოხდება თბოელექტროსადგურებით და იმპორტით - ენერგეტიკოსი

ზამთარში უშუქოდ დარჩენა არ გვემუქრება, ენგურჰესის ჩანაცვლება მოხდება თბოელექტროსადგურებით და იმპორტით - ენერგეტიკოსი

access_time2022-11-18 17:35:45

ზამთარში უშუქოდ დარჩენა არ გვემუქრება, ენგურჰესის ჩანაცვლება მოხდება თბოელექტროსადგურებით და იმპორტით, - ამის შესახებ „კომერსანტთან“ საუბრისას ენერგეტიკოსმა გია არაბიძემ განაცხადა.


მისი თქმით, თბოელექტროსადგურების გამომუშავება 800 მგვტ-ია, რომელსაც უკვე ვამუშავებთ.


„ასე რომ პრობლემა, შეფერხება ჩვენ ენერგომომარაგებაში არ გვექნება. თუმცა ბუნებრივია ეს არ იქნება ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ფასი. რაც შეეხება ენგურს, ჰიდროლოგია წელს საკმაოდ ნორმალური იყო 4 მლრდ-ზე მეტი გამოიმუშავა უკვე ენგურმა. ანუ თავისი წლიური გამომუშავება გააკეთა.


დღეს, რომ გვქონდეს ენგურის შუა წელში 700 მგვტ-იანი წყალსაცავი - ხუდონჰესი, ეს პრობლემა ორმაგად მოიხსნებოდა. მოიხსნებოდა პრობლემა, რომ გვექნებოდა დამატებითი გამომუშავება და ენგურს ასე ადრე არ დაუმთავრდებოდა და საპროექტო ნიშნულზე არ ჩამოვიდოდა წყალსაცავის დონე.


თუ ამას დავამატებთ ნენსკრასა და ნამოხვანს ჩვენ ფაქტობრივად პრობლემას მოვხსნით. საბოლოოდ რა გამოიკვეთა? სასწრაფოდ გვჭირდება წყალსაცავიანი ჰესების მშენებლობის გააქტიურება.ეს ერთი და მნიშვნელოვანი დასკვნა ენგურიდან გამომდინარე, თორემ ენგურჰესი არ არის ბაზისური სადგური. ენგური აშენებული იყო სსრკ-ს დროს პიკური დატვირთვების დასაფარად და მას უნდა ემუშავა წლის განმავლობაში მხოლოდ პიკური დატვირთვების დასაფარად. ჩვენ კი ვამუშავეთ დღე და ღამე ბაზისური სიმძლავრით და ამის შედეგია, რომ წყალი ენგურზე აღარ გვაქვს. აი სიტუაცია“, აცხადებს ენერგეტიკოსი.



გია არაბიძის თქმით, ელექტროენერგიაზე არსებული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ზამთარში იმპორტი დაგვჭირდება.


„ჩვენთან ჯერ კიდევ თბილა. იმპორტი დაგვჭირდება ალბათ დეკემბრისკენ, იანვარი, თებერვალიც ცივია. თუმცა ჩვენ მაქსიმალურად ვამუშავებთ თბოელექტროსადგურებს იმიტომ რომ გაზის სიტუაცია დარეგულირებული გვაქვს. დაახლოებით წლის ბოლომდე ჩვენი კავკასიური გაზსადენი 20 მლრდ-მდე კუბ/მ გაზს გაატარებს და იქიდან დარჩენილი 5%-ი და ოფციური შესაძენი და ასე შემდეგ, შედარებით უკეთესი სიტუაცია გვაქვს გაზის მომარაგების მიმართულებით. შარშან 18 მლრდ კუბ/მ იყო, იმის წინ 16 მლრდ კუბ/მ და ასე შემდეგ. ანუ შედარებით მეტი გაზი გავატარეთ, მეტ გაზს გავატარებთ და მეტი გაზი დაგვრჩება და თბოელექტროსადგურების მუშაობას უფრო თამამად შევძლებთ. აი ეს იმპორტი დაფარავს ენგურს“,   აცხადებს ენერგეტიკოსი.


შეგახსენებთ, რომ ენგურჰესის ტექნიკურმა დირექტორმა გია ხუბუა განაცხადა, რომ ენგურჰესის წყალსაცავში წყლის დონე საპროექტო მინიმუმს ჩამოსცდა, რაც ასე ადრე პირველად მოხდა.


გია ხუბიას განმარტებით, აღნიშნულის მიზეზი კი ელექტროენერგიაზე მოთხოვნილების პერმანენტული ზრდაა.


„ენგურჰესის წყალსაცავში წყლის დონე ჩამოსცდა საპროექტო მინიმუმს. ზამთრის მარაგი მთლიანად ამოწურულია. ასე ადრე ეს პირველად მოხდა. მიზეზი - ელექტროენერგიაზე მოთხოვნილების პერმანენტული ზრდაა. წყალუხვი წელი არ იყო, მაგრამ არც წყალმცირე ეთქმის, ორივე მოქმედ ჰესზე საშუალო წლიურზე მეტი ელექტროენერგია გამოვიმუშავეთ - წლის ბოლომდე ჯამი ასცდება 4, 5 მილიარდ კვტ.სთ-ს. თბობლოკები და იმპორტი იქნება დენის ძირითადი წყარო ოთხი თვის განმავლობაში. აფხაზეთი, სადაც ზამთარში განსაკუთრებით იზრდება მოხმარება, დიდწილად რუსეთზე იქნება დამოკიდებული, ზამთრის ჩამონადენით ენგური გალი-ოჩამჩირეზე მეტს ვერ დააკმაყოფილებს. რთული ვითარებაა, საიდანაც გამოსავალი ახლო მომავალშიც არ ჩანს“, - აცხადებს გია ხუბუა. 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up