ზამთრის კურორტების პარალელურად ტურისტულად აქტიური ახალი წელი არც დედაქალაქს ჰქონია

ზამთრის კურორტების პარალელურად ტურისტულად აქტიური ახალი წელი არც დედაქალაქს ჰქონია

access_time2020-01-10 16:30:12

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, საქართველოს  2019 წელს 9.3 მილიონი   საერთაშორისო  ვიზიტორი ეწვია. სტატისტიკის პარალელურად კი თბილისის სხვადასხვა უბნებში მდებარე სასტუმროს მეპატრონეები ამბობენ, რომ შარშანდელთან შედარებით, ტურისტების რაოდენობა 40%-ით შეუმცირდათ.

 

„კომერსანტი“ დაინტერესდა, რამდენად აქტიურად იყო დატვირთული  საახალწლო პერიოდში თბილისის სასტუმროები და წინა წელთან შედარებით გაიზარდა თუ შემცირდა უცხოელი დამსვენებლების რიცხვი. როგორც გაირკვა სასტუმროების უმრავლესობას ერთი და იგივე პრობლემა აქვს - არ ჰყავთ ტურისტები, რომელთა ნაკლებობაც გასულ წლებში არ უგრძვნიათ.

 

 „იმის გამო რომ არ მყავდა ტურისტები სასტუმრო 6 იანვარს დავხურე“ - ასე უპასუხა „კომერსანტის“ კითხვას სასტუმრო „პორტალის“ მეპატრონემ.


„ახალ წელს მხოლოდ 3 ნომერი მქონდა გაყიდული.  კომუნალურებს ვერ ვიხდით ისეთ დღეშია ტურიზმი და ჩვენი საქმე.  ამბობენ, ქვეყანაში 9 მლნ. მეტი ტურისტი შემოვიდა, ეს არის  აბსურდი. სასტუმროც მაქვს და პარალელურად გიდიც ვარ, დასაბუთებულად შემიძლია გითხრათ, რომ ასე არ არის. პირიქით, ტურისტების რაოდენობა მკვეთრად შემცირებულია შარშანდელთან შედარებით.“-ამბობს სასტუმრო „პორტალის“ მეპატრონე.

 

უცხოელი დამსვენებლების სიმცირეზე საუბრობს, მთაწმინდაზე მდებარე სასტუმრო მეორე სართულის“ დირექტორიც , რომელმაც ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ  საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა, შარშანდელთან შედარებით 40 პროცენტითაა შემცირებული.



„მართალია ჩვენთან მოსულ სტუმრებს, სერვისი არ შეუცვლიათ და ნომერი სრული პაკეტით დაჯავშნეს, თუმცა, სასტუმროში უცხოელი სტუმრების ნაკლებობა წელს შესამჩვევი იყო. სასტუმრო ნაქირავები მაქვს, არცერთ წელს ქირის გადახდა არ გამჭირვებია, წელს კი იმდენად ცოტა სტუმარი გვყავდა, რომ მეპატრონეს ვთხოვეთ და ქირის ვადა გაგვიხანგრძლივა.  “-ამბობს სასტუმრო „მეორე სართულის“ დირექტორი.

 

ანალოგიური მდგომარეობაა სასტუმრო „სილქ როუდშიც“. სასტუმროს წარმომადგენელი ანი კობალაძე ამბობს, რომ   წლევანდელი წლისგან განსხვავებით გასულ წლებში  ტურისტების ნაკლებობა შეინიშნებოდა.


 „წელს შედარებით ნაკლები სტუმარი გვყავდა ვიდრე შარშან. 40%-ით შეგვიმცირდა სტუმრების რაოდენობა.  ნომრებსაც კი შედარებით დაბალ ფასიანს იღებდნენ. ზოგი მხოლოდ საუზმით ჯავშნიდა, ზოგი საერთოდ კვების გარეშე, ამით თანხას ზოგავენ.  სტუმრების უმრავლესობა გუდაურში ვიზიტსაც გეგმავდა, თუმცა, კურორტზე უწყლოობისა და უთოვლობის გამო ჯავშანი ჩვენთანაც გააუქმეს. მაგალითად, ვინც 5 დღით აპირებდა დარჩენას, 2 დღეში დატოვეს ქვეყანა.“- ამბობს ანი კობალაძე.

 

„კომერსანტის“ კითხვაზე, იყო თუ არა ტურისტულად აქტიური ახალი წლის პერიოდში tiffany bar & terrace, სასტუმროს მენეჯერი დიმიტრი შველიძე პასუხობს:


„ახალი წლის პერიოდში წელს და შარშანაც თანაბარი რაოდენობის ტურისტი გვყავდა, რადგან ახალი წელი ყოველთვის დატვრთულია.  თუმცა, ზოგად ფონს თუ გავითვალისწინებთ,  გაცილებით ნაკლები ტურისტია ქვეყანაში და კონკრეტულად ჩვენს სასტუმროშიც, ვიდრე შარშან.“ ამბობს -დიმიტრი შველიძე.

 

შეგახსენებთ რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა  საზოგადოებას 2019 წლის ანგარიში წარუდგენა, სადაც  ნათლად ჩანდა, რომ  2019 წელს პირველად, საქართველოს ისტორიაში ცხრა მილიონზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი შედგა.  ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +7.1 პროცენტია.


თუმცა რეალური სურათი, რომელსაც დედაქალაქში დავინახავთ, საერთაშორისო სტატისტიკისგან მკვეთრად განსხვავებულია. ტურისტებისგან  ნახევრად  ცარიელი სასტუმროები და ტურისტულ სეზონზე დამოკიდებული სასტუმროს მეპატრონეები, რომლებსაც იჯარის გადახდაც უჭირთ.


ნათია ლომიძე 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up