ზამთრის კურორტებზე ჯავშნების რაოდენობა მზარდია

ზამთრის კურორტებზე ჯავშნების რაოდენობა მზარდია

access_time2022-10-27 09:00:05

ზამთრის კურორტებზე ჯავშნების რაოდენობა მზარდია. როგორც „კომერსანტთან“ Inn Grop-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ერეკლე კოკაიამ განაცხადა, გუდაურზე ჯავშნების უმეტესობა უცხოელების მხრიდან შემოდის, ხოლო ბაკურიანში ძირითადად შიდა ტურისტები ჭარბობენ.


„ზამთრის კურორტებზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია და იმედი გაქვს, რომ ზამთრის ტურისტული სეზონიც კარგად ჩაივლის. მოთხოვნა არის როგორც ბაკურიანზე ისე გუდაურზე. გუდაურში ძირითადად ლიდერობენ უცხოელი ტურისტები. მოთხოვნა არის ისრაელიდან, ტაილანდიდან, ლიეტუვადან და სხვა.


რაც შეეხება ბაკურიანს უმრავლესობა დამსვენებლებისა არის ადგილობრივი ტურისტები. თუმცა მოთხოვნა უკვე შემოდის აზერბაიჯანიდან და ყაზახეთიდან“, - განაცხადა ერეკლე კოკაიამ.


Inn Grop-ის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ ნოემბერი და დეკემბრის პირველი ნახევარი ზამთრის კურორტებისთვის მაინც დაბალ სეზონად ითვლება და შესაბამისადაც ჯავშნების დამსვენებლების რაოდენობა დეკემბრის მეორე ნახევრიდან იზრდება და ეს ზრდა მარტის დასაწყისამდე გრძელდება.


„ნოემბერში დაკავებულობა დაბალია და ძირითადად იზრდება დეკემბრიდან. ნოემბერზე საუბარია 40-50%-ზე, თუმცა ზამთრის კურორტებზე ზრდა არის დეკემბრის ბოლოდან, იანვარი, თებერვალი, მარტის დასაწყისიც მაღალ სეზონად ითვლება. იმედი გაქვს, რომ დაკავებულობა მაღალი, 70-დან 80%-მდე იქნება.“, - განმარტავს Inn Grop-ის აღმასრულებელი დირექტორი.



რაც შეეხება განთავსების ობიექტების ფასებს, ერეკლე კოკაიას თქმით, ტარიფები 2021 წლის ზამთრის სეზონთან შედარებით გაზრდილია და 2019 წლის ფასების იდენტურია.



„შარშანდელთან შედარებით ფასები მაღალია და ეწევა 2019 წლის ფასებს. თითქმის იგივე იქნება, ზოგიერთ შემთხვევაში უფრო მაღალიც“, - აცხადებს Inn Grop-ის აღმასრულებელი დირექტორი ერეკლე კოკაია.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up