სასტუმროთა ნაწილს ახალი წლის დღეებში ნომრები უკვე გაყიდული აქვთ

სასტუმროთა ნაწილს ახალი წლის დღეებში ნომრები უკვე გაყიდული აქვთ

access_time2022-11-01 09:00:58

2022-2023 წლის ზამთრის ტურისტულ სეზონზე სასტუმროებში ტურისტების მიმართვიანობა წინა წელთან შედარებით გაზრდილია. ამის ერთ-ერთი მიზეზი პანდემიის დასრულებაა. გასულ ზამთარს, კოვიდ-პანდემიის აფეთქების გამო, ზამთრის კურორტებზე სასტუმროებში ათეულობით ჯავშანი გაუქმდა.


სასტუმრო მენეჯმენტ-კომპანია „კა გრუპის“ (KA Group) დამფუძნებელმა ირაკლი ჭიღლაძემ „კომერსანტთან“ საუბრისას განაცხადა, რომ ბაკურიანსა და გუდაურში ზამთრის სეზონი 10 დეკემბრიდან იხსნება, თუმცა სასტუმროთა ქსელ „მგზავრებში“ ნომრების დაჯავშნა აგვისტოდან დაიწყო.


„კომერსანტს“ კომპანიაში განუცხადეს, რომ ახალი წლის სადღესასწაულო დღეებში თითქმის ყველა ნომერი გაყიდული აქვთ; 29 დეკემბრიდან 15 იანვრამდე ნომრების 80%-ზე მეტი უკვე დატვირთულია, ხოლო 15 იანვრიდან 10 თებერვლამდე პერიოდში კი დატვირთულობა 35%-ია. 



აღსანიშნავია, რომ ბაკურიანსა და გუდაურში საფასო პოლიტიკა და მომხმარებელთა სეგმენტი რადიკალურად სხვადასხვაა. ბაკურიანში უცხოელი ტურისტების უმრავლესობა გალფის ქვეყნებიდან (ერაყი, ირანი და არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი), ძირითადად დუბაიდანაა; გუდაურში კი უფრო ის ტურისტები დადიან, ვისაც სრიალი უყვართ. იქ მეტი წილი ევროპელები არიან. ამას გარდა, ზამთრის კურორტებზე ელოდებიან სტუმრებს ფილიპინებიდან, ისრაელიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან და კორეიდან.


რაც შეეხება ზამთრის სეზონის ფასებს, სასტუმროთა ქსელ „მგზავრებში“ ნომრის საშუალო ღირებულება ბაკურიანსა და გუდაურში 85-დან 150 დოლარამდეა. ირაკლი ჭიღლაძის თქმით ფასები გასულ წელთან შედარებით 35-40 ლარითაა გაზრდილი.


მაკა ბიბილაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up