„ზამთრის სეზონის დასაწყისი ჩავარდა, სასტუმრო „მგზავრებში“ ყველა ჯავშანი გაუქმდა“

„ზამთრის სეზონის დასაწყისი ჩავარდა, სასტუმრო „მგზავრებში“ ყველა ჯავშანი გაუქმდა“

access_time2020-01-07 10:00:22

ზამთრის ტურისტული სეზონის პიკზე, 6 დღიან ლოდინის შემდეგ ბაკურიანს და გუდაურს ტურისტები ტოვებენ. ადამიანებს, რომლებსაც ეგონათ, რომ ახალ წელს ზამთრის კურორტზე დაისვენებდნენ, განიტვირთებოდნენ და გაერთობოდნენ, იმედები გაუცრუვდათ.  პირველი იანვრიდან დღემდე ბორჯომის მუნიციპალიტეტში შემავალ კურორტებს წყალი შეფერხებით მიეწოდება. შედეგად, სასტუმროები ჰიგიენის ელემენტარულ პირობებს ვერ იცავენ და მაშინ როდესაც, სასტუმროები ყველაზე დიდი დატვირთვით უნდა მუშაობდნენ, სტუმრების გარეშე არიან დარჩენილები.

 

„ზამთრის სეზონის დასაწყისი ჩავარდა, მომავალში რა იქნება ღმერთის ნებაა და იმ ტურისტების, რომლებმაც ვერ გაიგეს საქართველოში შექმნილი სიტუაციის შესახებ“ - ასე აფასებს ზამთრის კურორტებზე შექმნილ მდგომარეობას სასტუმრო „პანორამა მგზავრების“ ადმინისტრაციული მენეჯერი ბესო ცერცვაძე. მისი თქმით, ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით ბაკურიანი ტურისტების გაზრდილი რაოდენობის მისაღებად მზად არ არის.

 

„ბაკურიანი ტურისტებით გაივსო და ელემენტარულად წყლის მომარაგება ვერ უზრუნველყეს. ეს არის ჩვენი ქვეყნის სირცხვილი, სასტუმროში ძალიან ბევრი უცხოელი სტუმარი გვყავდა, შვეიცარიის საელჩოდან იყვნენ, დელეგაცია ჩამოვიდა ჩინეთიდან, იყვნენ თურქეთიდანაც და რუსეთიდანაც, როდესაც დაინახეს ესეთი სიტუაცია  ყველა წავიდა. თავიდან ვეუბნებოდით, რომ წყალი ერთ საათში მოვიდოდა,  რადგან თავიდან ცხელ ხაზზე ასე გვეუბნებოდნენ , შედეგ ვუთხარით, რომ წყლის მოწოდება დღის ბოლოს აღდგებოდა და ასეთ ტყუილებში ბოლოს გაიქცნენ“-აღნიშნავს ცერცვაძე.

 

როგორც სასტუმროს ადმინისტრაციული მენეჯერი გვიყვება, სასტუმრო „პანორამა მგზავრებში“ 93 ნომერია, კურორტზე შექმილი ვითარების გამო კი ბესო ცერცვაძის თქმით, 93-ივე  ჯავშანი გაუქმდა,  ხოლო ჩამოსული სტუმრების უმეტესობამ სასტუმრო დროზე ადრე დატოვა.

 


 „31 დეკემბრის შემდეგ წყალი საერთოდ არ მოგვეწოდება. სასტუმროს აქვს აუზი, საიდანაც დაგროვებულ წყალს ვიღებთ და ამ ხერხით ვუმკლავდებით სიტუაციას, განსაკუთრებით, სველ წერტილებს ვგულისხმხობ. სტუმარი თუ ვინმეა შემორჩენილი სასმელ წყალს თავად ყიდულობს. კომუნიკაცია ადგილობრივ მთავრობასთან არ გვქონია. ცხელ ხაზზე ვრეკავთ, სადაც გვეუბნებიან, რომ ბაკურიანში წნევა არის დავარდნილი , რის გამოც მაღალ ადგილებს წყალი ვერ მიეწოდება. პრობლემის მოგვარებაში არავინ დაგვხმარებია, გუშინ მოვიდნენ, მრიცხველი ნახეს და ფილტრი გადახსნეს, რაღაც სისულელე მოიგონეს და წავიდნენ. შეგვპირდნენ, სახანძრო-სამაშველო სამსახურს გამოვუშვებთ და მილებს დავაერთებთ, რათა წყალი სასტუმროში შემოვიდესო, მაგრამ არც ეს სახანძრო არ ჩანს.  დღესაც ვესაუბრე წყალმომარაგების ერთ-ერთი დირექტორს, ისევ შემპირდა, რომ სახანძროს გამოვუშვებო, მაგრამ არ ვიცი რა იქნება. მათ არ იციან რამდენ ხანში მოგვარდება პრობლემა და ვერანაირ ინფორმაციას ვერ გვაწვდიან.  ცხელ ხაზზე ჩვენ ვრეკავთ, სტუმრები რეკავენ, სასტუმროს ნომრების მფლობელებიც რეკავენ, ზოგს ეუბნებიან, რომ წნევა არ არის, ზოგს ეუბნებიან, რომ წყალი მოგვეწოდება და ჩვენი სასტუმროს პრობლემაა და ხალხს ასე ტყუილებით იცილებენ“, - აცხადებს ბესო ცერცვაძე  .

 

რატომ შეხვდა ქვეყანა ზამთრის კურორტს მოუმზადებელი უცნობია, არადა  22 დეკემბრს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებდა ინფორმაციას, რომ გიორგი გახარიას დავალებით, ზამთრის სეზონზე მთის კურორტებზე არსებული გამოწვევების აღმოსაფხვრელად სამოქმედო გეგმა შემუშავდა, კონკრეტულად გაიწერა შესასრულებელი სამუშაოები, ვადები და პასუხისმგებელი მხარეები.

 

პრემიერ-მინისტრმა უწყებებს მოუწოდა, მაქსიმალური ძალისხმევა მიმართონ, რათა გამოწვევები, რომლებიც გასული სეზონების განმავლობაში გამოიკვეთა, მინიმუმამდე შემცირდეს.

 

„ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ მკაცრად გაწერილი გეგმით, რათა სეზონი ჩავატაროთ ისე, როგორც შეეფერება ჩვენი მთის კურორტების რეპუტაციას, სახელს და ისე, როგორც ამას ჩვენი თითოეული მოქალაქე, ტურისტი და ჩვენი ქვეყნის სტუმრები მოელიან“, – განაცხადა 22 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

 

ფაქტია, რომ გახარიამ მთის კურორტების რეპუტაციის გადარჩენა ვერ მოასწრო, ტურისტები ჩემოდნებს ალაგებენ და გარბიან სასტუმროები კი ზარალის თვლას იწყებენ.

 

ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up