ზამთრის სეზონს „მარკო პოლო გუდაური“ სრული დატვირთვით შეხვდა

ზამთრის სეზონს „მარკო პოლო გუდაური“ სრული დატვირთვით შეხვდა

access_time2021-12-28 16:00:58

2021/22 წლების ზამთრის სათხილამურო სეზონი, რომელიც 25 დეკემბერს მესტიაში, გუდაურსა და გოდერძიზე ოფიციალურად გაიხსნა, აქტიურ ფაზაშია. როგორც „კომერსანტს“ გუდურის სათხილამურო კურორტების განვითარების მენეჯერმა გვანცა მირზიაშვილმა უთხრა, გუდაურში სასტუმრო “მარკო პოლო“ თითქმის სრულად დატვირთულია, სასტუმროს დამსვენებლები როგორც საქართველოს მოქალაქეები, ასევე უცხო ქვეყნებიდან შემოსული ტურისტები არიან.



სეზონის გახსნის მერეც და მანამდეც „მარკო პოლოში“ დამსვენებელთა საკმაოდ დიდი რაოდენობა გვაქვს. როგორც ველოდით, უცხო ქვეყნებიდანაც საკმაოდ ბევრი დამსვენებელი მივიღეთ. ჩვენი სტუმრები ძირითადად უკრაინიდან, ბელარუსიდან, ყაზახეთიდან არიან, გვყავს ქართველი დამსვენებლებიც“, - აღნიშნა გვანცა მირზიაშვილმა.



ახალი წლის ღამისთვის, როგორც ყველა დიდი სასტუმრო, “მარკო პოლო“ მომხმარებელს საახალწლო ვახშამს შესთავაზებს. როგორც მირზიაშვილმა აღნიშნა, ახალი წლის ღამისთვის სასტუმრო ჯავშნებს უკვე იღებს, თუმცა რეგულაციების თანახმად, მსგავსი ღონისძიების მასპინძლობა, ასი პროცენტით მხოლოდ მწვანე სტატუსის მქონე სასტუმროს შეუძლია.




„ისევე როგორც თითქმის ყველა სასტუმროში, “მარკო პოლოშიც“ საახალწლო ვახშამია დაგეგმილი, უბრალოდ ასეთი ღონისძიების მასპინძელი ასი პროცენტით მწვანე სტატუსის მქონე სასტუმრო უნდა იყოს, შესაბამისად სტუმრებსაც და თანამშრომლებსაც მწვანე სტატუსი ექნებათ“,  - აღნიშნა გვანცა მირზიაშვიილმა.



სასტუმრო „მარკო პოლოში“ ზამთრის სეზონზე ორადგილიანი ნომერი საშუალოდ $200 ღირს ეკვივალენტი ლარში.



„მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ცნობით, კურორტ გუდაურში ამუშავდა 18 საბაგირო. სრიალის მოყვარულები ისარგებლებენ 70 კმ-ანი 22 სასრიალო ტრასით.



თაკო კვაჭანტირაძე






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up