ზამთრის ტურისტული სეზონის წინ, კერძო სექტორის წარმომადგენლებს „პირველი სამედიცინო დახმარების“ ტრენინგი უტარდებათ

ზამთრის ტურისტული სეზონის წინ, კერძო სექტორის წარმომადგენლებს „პირველი სამედიცინო დახმარების“ ტრენინგი უტარდებათ

access_time2022-12-15 09:35:55

ზამთრის ტურისტული სეზონის წინ, კერძო სექტორის წარმომადგენლებს „პირველი სამედიცინო დახმარების“ ტრენინგი უტარდებათ.


ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და წითელი ჯვარის ერთობლივი სასწავლო კურსი სამ ქალაქსა და სამ სამთო კურორტზე მიმდინარეობს.  თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, მესტიაში, ბაკურიანსა და გუდაურში ტრენინგებს ტურიზმის სფეროს  110 წარმომადგენელი ესწრება.    სწავლება როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს მოიცავს.


“ჩვენ ვისაუბრეთ რას წარმოადგენს პირველადი დახმარება, ვისაუბრეთ ისეთ თემებზე, რაც საჭიროა დაზარალებულის დახმარებისთვის. ტრენინგები შედგენილია წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის გაიდლაინის მიხედვით, აქედან გამომდინარე ჩვენ ვიცავთ ყველა გლობალურ სტანდარტს, როდესაც ტრენინგის მონაწილეებს ვაწვდით ამ ინფორმაციას,“-განაცხადა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენელმა ირაკლი წურწუმიამ.



„ზამთრის ტურისტული სეზონის წინ ძალიან მნიშვნელოვანია პირველადი დახმარების გაწევის ცოდნა, მითუმეტეს ტურიზმის სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის. ჩვენ უშუალოდ გვაქვს ურთიერთობა ძალიან ბევრ ხალხთან, ყოველდღე შეიძლება რაღაც შემთხვევა  მოხდეს და უნდა ვიყოთ მომზადებული, ასეთი სიტუაციებისთვის  დღევანდელი ტრენინგი იყო ძალიან მნიშვნელოვანი“-, ამბობს  სასტუმრო ბრიჯ ბუტიკის დირექტორი ხათუნა კაკულია.


„ეს ტრენინგი მნიშვნელოვანია ტურიზმის სფეროსთვის, ტურისტებისთვის, რადგან  ზამთრის სეზონი მოდის, უნდა ვიცოდეთ როგორ უნდა გავუწიოთ ტურისტებს პირველადი დახმარება. დაშავებული სტუმარი პირველ რიგში  ჩვენ მოგვმართავს და უნდა ვიცოდეთ როგორ დავეხმაროთ მათ“,-აცხადებს სასტუმრო ბიოგრაფის წარმომადგენელი ილონა ონგანეზოვა.


  სასწავლო კურსი შემდეგი თემებისგან შედგება:  პირველადი და მეორადი დათვალიერება,   გულ-ფილტვის რეანიმაცია, ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, პირველადი დახმარება უცხო სხეულების გადაცდენის დროს სასუნთქ გზებში, პირველადი დახმარება ჭრილობის დროს,     პირველადი დახმარების აღმოჩენის ძირითადი პრინციპები ტრავმების დროს და ა.შ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up