ზაპოროჟიას მერის მოადგილე ანატოლი კურტიევი ამბობს, რომ უკრაინის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ზაპოროჟიაში 38-საათიანი კომენდანტის საათი ამოქმედდება.
„კომენდანტის საათის“ დაწესება უკრაინელი სამხედროების მოწოდებას მოჰყვა, რომელმაც მოსახლეობას სთხოვა გარეთ ორშაბათ დილამდე არ გამოვიდნენ.
ცნობისთვის, ქალაქი ზაპოროჟია მნიშვნელოვანი გზა იყო იმ 35 ათასი ადამიანისთვის, რომელმაც ალყაში მოქცეული მარიუპოლი დატოვა.
„კომენდანტის საათი“ უკრაინის დროით 16:00 საათიდან შევა ძალაში.