ზაპოროჟიეს ოლქში რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა პატივისცემის ნიშნად, 1-ელი ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა, - ამის შესახებ ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ სტარუხმა განაცხადა.
„ტრაგედიასთან დაკავშირებით და დაღუპულთა ხსოვნის პატივისცემის მიზნით, ზაპოროჟიეს ოლქში 1-ელი ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა. ოკუპანტებმა დაარტყეს დაუცველ უკრაინელებს. ეს არის ტერორისტული ქვეყნის მიერ განხორციელებული მორიგი ტერორისტული აქტი“, - აღნიშნა სტარუხმა.
მისი თქმით, ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 23 და დაშავდა 28 ადამიანი.