ესპანურმა კომპანია Inditex SA-მა, რომელიც ტანსაცმლის ქსელებს Zara და Bershka მართავს, მიიღო ნებართვა, რომ რუსეთში თავისი ბიზნესი გაყიდოს. მას შეისყიდის Daher Group არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.
რუსეთის ფედერაციის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილის ვიქტორ ევტუხოვის განცხადებით, უცხოური საინვესტიციო კომისიამ Zara-ს მფლობელის ქვეყნიდან გასვლა მარტის ბოლოს დაამტკიცა.
Inditex-ი რუსეთიდან გასასვლელად რამდენიმე თვე ემზადებოდა. ესპანურმა საცალო ვაჭრობის კომპანიამ Daher Group-თან შეთანხმების შესახებ 2022 წლის ოქტომბერში გამოაცხადა.
Daher იმუშავებს რუსეთში საკუთარი ბრენდით, მაგრამ თუ Inditex-ს სურს ქვეყანაში დაბრუნება, მაშინ ასეთი შესაძლებლობა ფრენჩაიზის დახმარებით არის გათვალისწინებული. არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში დაფუძნებულ კომპანიას აქვს კავშირები ლიბანურ Azadea-სთან, რომელიც მართავს Inditex-ის ფრენჩაიზებს ახლო აღმოსავლეთში.
რუსეთზე მოდიოდა Inditex-ის მთლიანი საოპერაციო შემოსავლის დაახლოებით 8,5%. რუსეთის ფედერაცია კომპანიისთვის სიდიდით მეორე ბაზარი იყო მაღაზიების რაოდენობის მიხედვით.