Zara-ს მაღაზიები რუსეთში ახალი სახელით 10 დღეში გაიხსნება, ამის შესახებ m24.ru-ს სანდო წყარომ განუცხადა. მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანია Daher Group-მა, რომელმაც Inditex ჯგუფის ბიზნესის რუსული ნაწილი იყიდა, მოსკოვის სავაჭრო ცენტრში Aviapark მაღაზიის გახსნას აპირებდა. ზოგიერთი მედიასაშუალების ცნობით კი Zara-ს მაღაზიათა ქსელი რუსეთში Maag-ის სახელით გამოჩნდება.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ Zara-ს ბრენდის მმართველმა კომპანიამ დაარეგისტრირა დომენები მომავალი ონლაინ მაღაზიებისთვის.
2022 წლის მარტში Zara-მ რუსეთში მაღაზიების დახურვის შესახებ განაცხადა. მოგვიანებით, Inditex-მა გადაწყვიტა რუსული ბიზნესი გაეყიდა არაბეთის გაერთიანებული საამიროების კომპანია Daher Group-ზე გაეყიდა.