Zara-სა და Massimo Dutti-ს მფლობელმა კომპანიამ გაყიდვებით პანდემიამდელ დონეს გადააჭარბა

Zara-სა და Massimo Dutti-ს მფლობელმა კომპანიამ გაყიდვებით პანდემიამდელ დონეს გადააჭარბა

access_time2021-09-16 21:30:00

მოდის ბრენდ Zara-ს მფლობელმა ესპანურმა კომპანია Inditex-მა მეორე კვარტლის გაყიდვებით შვედურ კომპანია H&M-ს გადაასწრო. Reuters-ის ცნობით, Zara-ს გაყიდვებმა პანდემიამდელ დონეს გადააჭარბა მაშინ, როცა H&M-მა, დიდი ძალისხმევის მიუხედავად, ამ დონეს ჯერ ვერ მიაღწია.



მეორე კვარტლის სუფთა მოგებამ 850 მლნ ევროს გადააჭარბა, რაც 214 მლნ ევროთი (181,14 მლნ დოლარით) აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, ხოლო 2019 წლის მეორე კვარტლის სუფთა მოგებაზე 4%-ით მეტია. მაისი-ივლისის პერიოდში გაყიდვები 6,99 მლრდ ევრომდე გაიზარდა, რაც 2019 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 7%-ით მეტია. მეორე კვარტლის გაყიდვები კვლევითი კომპანია Refinitiv-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსების პროგნოზს დაემთხვა, რომლებიც 7,02 მლრდ ევროს გაყიდვებს ვარაუდობდნენ.



მსოფლიოში მოდური ტანსაცმლის უმსხვილესი საცალო მოვაჭრის, Zara Inditex-ის აღმასრულებელი დირექტორი, პაბლო ისლა აცხადებს, რომ აზიაში გარკვეული შეზღუდვების მიუხედავად, ყველა ბაზრის მაღაზიებსა და ინტერნეტში გაყიდვები ნელ-ნელა ჩვეულ ტემპს უბრუნდება.



„შემოდგომა-ზამთრის სეზონისთვის ჩვენ ძალიან კარგი დასაწყისი გვაქვს. კომპანიის კონკურენტული დიფერენციაცია ამაზე დიდი არასდროს ყოფილა“, - აცხადებს პაბლო ისლა.



ანალიტიკოსების შეფასებით, Inditex-ის ბრენდებისთვის, Zara-სა და Massimo Dutti-ისთვის სარგებელი ბოლოდროინდელ ტენდენციას მოაქვს, როცა მომხმარებლებმა თავიანთი ხარჯები მოდური, სამსახურში გამოსასვლელი ტანსაცმლის შეძენისკენ მიმართეს, რადგან ძირითადი შეზღუდვების მოხსნით, დიდი ქალაქები ნორმალურ ცხოვრებას თანდათანობით უბრუნდებიან.




ესპანური Inditex სულ ახალ მონაცემებსაც აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც მაღაზიებსა და ინტერნეტში აგვისტოს დასაწყისიდან სექტემბრის პირველი კვირის პერიოდის გაყიდვები, მუდმივი გაცვლითი კურსით, 22%-ით მეტია, ვიდრე ერთი წლის წინათ იყო, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს 9%-ით აღემატება.



„მართალია, მოდის ინდუსტრია პანდემიის შემდეგ აღდგენის პროცესშია, მაგრამ დელტა-ვარიანტის გავრცელების გამო ზოგიერთი შეზღუდვა ძალაში რჩება, რაც მას ხელს უშლის. ამასთან, სატვირთო კონტეინერების გლობალური დეფიციტის გამო, სხვა დარგებთან ერთად, მიწოდების პრობლემებს მოდაც აწყდება“ ,- წერს Reuters.



გუშინ, გრინვიჩის დროით 09:40 სთ-ზე, შვედური H&M-ის აქციები 3,3%-ით შემცირდა მაშინ, როცა Inditex-ის აქციები მხოლოდ 1,6%-ით გაუფასურდა. პანდემიის დროს Inditex-მა თავისი ციფრული საცალო ვაჭრობის პლატფორმა გააძლიერა, ხოლო მთელ მსოფლიოში მცირე სავაჭრო ობიექტების დახურვის ხარჯზე, ფლაგმანური მაღაზიები გააფართოვა, რომლებიც მინი-გამანაწილებელ ცენტრებად გადააქცია. დღეს Inditex-ი აცხადებს, რომ მაღაზიების 99% ისევ გახსნა და ამჟამად მის გლობალურ ქსელში მთლიანად 6654 ობიექტი მუშაობს. 2020 წელს მათი რაოდენობა 7 337 ერთეულს შეადგენდა.



აღმასრულებელმა დირექტორმა პაბლო ისლამ დააანონსა, რომ ოქტომბერში, პარიზში Zara-ს ერთ-ერთი მსხვილი მაღაზია გაიხსნება, ხოლო კომპანიის კიდევ ერთი ბრენდი, Uterque მომავალი წლისთვის Massimo Dutti-ის მაღაზიებში ინტეგრირდება, რასაც ციფრული ტრანსფორმაციის სტრატეგია ითვალისწინებს.



Inditex-ის ონლაინ გაყიდვები წლის პირველ ნახევარში, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 36%-ით გაიზარდა. ეს მაშინ, როცა 2020 წელს ძირითად ბაზრებზე, დიდ ბრიტანეთში, გერმანიასა და საფრანგეთში დაწესებული შეზღუდვების გამო, მომხმარებლები საქონელს სახლებიდან ყიდულობდნენ. კომპანიაში მოელიან, რომ წელს საერთო გაყიდვების მოცულობიდან ონლაინ გაყიდვების წილი 25%-ზე მეტი იქნება.



სექტემბრის ბოლოს Inditex მამაკაცის სპორტულ კოლექცია Zara Athleticz-ს ჩაუშვებს.



bpn.ge




თეგები:
Zara Massimo Dutti



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up