Zarbazani Wine & Beauty-მ  ღვინის  კოსმეტიკის  წარმოება დაიწყო

Zarbazani Wine & Beauty-მ ღვინის კოსმეტიკის წარმოება დაიწყო

access_time2021-12-20 16:00:07

ღვინის მწარმოებელმა კომპანიამ Zarbazani wine and beauty დაახლოებით ორი კვირის წინ ღვინის კოსმეტიკის წარმოება დაიწყო. როგორც „კომერსანტს“ კომპანიის დირექტორმა ნანა დავითაძემ უთხრა, საწარმო წავკისში ააშენეს და ძვირადღირებული დანადგარები ჩამოიტანეს. რაც შეეხება პროდუქციას, ნანა დავითაძის თქმით, ღვინის კოსმეტიკა აბსოლუტურად ნატურალურ პროდუქტებზეა დამზადებული, ბაზა კი ინგლისიდან ჩამოაქვთ.

 


კომპანია „ზარბაზანი“ ბაზარზე დაახლოებით ორი წელია ოპერირებს და ღვინოს აწარმოებს, რომელსაც სხვადასხვა რესტორანსა და მაღაზიაში შეხვდებით.



„Zarbazani wine and beauty“ ბაზარზე თითქმის ორი წელია რაც ოპერირებს, ცოტა ხნის წინ ჩვენ დავიწყეთ ღვინის კოსმეტიკის ხაზის გამოშვება, წავკისში ავაშენეთ საწარმო, ჩამოვიტანეთ დანადგარები და დავიწყეთ ახალ პროდუქტზე მუშაობა. კოსმეტიკის ორგანული ბაზა ინგლისიდან ჩამოგვდის. ჩვენი პროდუქტის მთავარ დადებითი მხარე არის ის, რომ არ შეიცავს არანაირ ქიმიურ დანამატებს არის 100%-ით ნატურალური ინგრედიენტებით, ორგანულ ბაზებს ემატება ნატურალური ღვინო, ყურძნის ზეთი, ალოე, დეპანტენოლი ა ა.შ. დიზაინზეც ვიმუშავეთ, ამ საკითხს ძალიან დელიკატურად ვუდგებით და გვყავს ვერსალის დიზაინის სკოლის კურსდამთავრებული, რომელმაც შექმნა ჩვენი დიზაინი.

მაქსიმუმ ოცი დღეა, რაც პროდუქტი გამოვიდა გაყიდვაში, თუმცა მანამდე დაახლოებით ერთი წელი დაკვირვების რეჟიმში ვიყავით, ჩვენ ძალიან კარგი ტექნოლოგები გვყავს, რომლებმაც ბაზიდან ეს პროდუქტი სასურველი ფერით და ხარისხით მიიღეს.

გვაქვს ოთხი მიმართულება, ეს არის ხვანჭკარა, საფერავი, რქაწითელი და ოჯალეშის როზე. თითოეულ ამ მიმართულებაში წარმოებაში გავუშვით შამპუნი, კონდიციონერი, შხაპის გელი, მყარი და თხევადი საპონი და სამასაჟო ზეთი“, - აღნიშნა ნანა დავითაძემ.



კომპანიას ერთი ბრენდული მაღაზია ათონელის ქუჩაზე აქვს. როგორც ნანა დავითაძემ აღნიშნა, მეორე მაღაზიის დამატებას აღარ აპირებენ, რადგან კოსმეტიკური პროდუქტი ქსელურ მაღაზიებში და აფთიაქებში შეიტანეს, ასევე შესაძლებელია მისი ონლაინ შეძენაც. რაც შეეხება ღვინოს, მას მომხმარებელი რესტორნებსა და რამდენიმე მაღაზიაში შეხვდება.

 

 


„რაც მთავარია, ქსელურ მაღაზიებში შევედით, ეს არის ევროპროდუქტი, ჯპს სააფთიაქო ქსელი, ქალთა ბედნიერება, ასევე იყიდება ღვინის მაღაზიებში და ონლაინ - extra.ge-ზე. ასევე დიდი დაინტერესებაა ბალნეოლოგიური კლინიკიდანაც“, - აღნიშნა ნანა დავითაძემ .



ბიზნესმენის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ღვინის კოსმეტიკის ხაზი ჯერჯერობით ახალია, ტურისტების მხრიდან მის მიმართ დაინტერესება საკმაოდ მაღალია.

 


„ვისაც უყვარს ხვანჭკარა ან სხვა ღვინო, ისინი ძალიან ინტერესდებიან, ჩვენი პროდუქცია გამოირჩევა ძალიან კარგი სურნელით და ფერით. ამიტომ, ვინც ნახავს, არავინ რჩება გულგრილი, ძალიან კარგია საჩუქრადაც. გარდა ამისა, ნატურალურია და კანს და თმას აჯანსაღებს. პროდუქტის საბაზრო ფასი 45 ლარია, თუმცა საკმაოდ ძვირადღირებული პროდუქტია.

საქართველო ღვინის ქვეყანა და აკვანია, ამიტომ მოვიფიქრეთ რომ სხვა მიმართულებაც განვავითაროთ“, - აღნიშნა ნანა დავითაძემ.

 


ამ ეტაპზე „ზარბაზანი“ პროდუქციის ექსპორტზე გატანაზე მუშაობს. როგორც დავითაძემ აღნიშნა, მათი სურვილია პროდუქციის ისეთ ქვეყნებში შეტანა, სადაც ქართული ღვინო იციან და უყვართ. სამომავლოდ კი ახალი პროდუქტების სკრაბის და ტუჩსაცხის გამოშვებაც იგეგმება.

 


კომპანიას ახალ პროდუქტზე მუშაობის დაწყება და წავკისში საწარმოს აშენება ნახევარი მილიონი ლარი დაუჯდა, რაც ნანა დავითაძის თქმით, კომპანიამ საკუთარი სახსრებით განახორციელა და საწყის ეტაპზე არანაირი გრანტით და სესხით არ უსარგებლია.



კომპანია Zarbazani wine and beauty ამ ეტაპზე 15 ადამიანს ასაქმებს.

 

 

 თაკო კვაჭანტირაძე






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up