რუსეთის დუმის დეპუტატმა და ცნობილმა შოვინისტმა კონსტანტინ ზატულინმა, დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომელიც ყველა იმ ადამიანის “თანამემამულედ“ მოხსენიებას ითვალისწინებს, ვინც რუსულ ენას ფლობს. კანონი მიღების შემთხვევაში ძირითადად ყოფილი სსრკ-ის ტერიტორიაზე გავრცელდება. ინფორმაციას ამის შესახებ TASS ავრცელებს.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.
ზატულინი, რომელიც დუმის დეპუტატი პირველად 1993 წელს გახდა, შოვინისტური ანტიქართული თუ ანტიუკრაინული განწყობები არასდროს დაუმალავს და არც იმის აღიარებისგან შეუკავებია თავი, რომ 90-იან წლებში მოსკოვი სეპარატისტებს აქტიურად ეხმარებოდა. აგვისტოს ომის შემდეგ ზატულინი თბილისს მოუწოდებდა, ისევე ეთქვა უარი აფხაზეთზე, როგორც საფრანგეთმა თქვა უარი ალჟირზე. უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ მან მოლდოვაც გააფრთხილა და „ურჩია“არ ესარგებლა შექმნილი მომენტით და დნესტრისპირეთის სამხედრო მოქმედებებით დაბრუნება არ ეცადა.