თბილისში, ზაზა ბენდელიანის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსთან კლდე ჩამოიშალა.
ჩამოშლილმა ფერდმა მოიყოლა ავტომობილი და დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსის სამი სართული.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც ჟურნალისტებს საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ განუცხადა, კედლის ჩამონგრევა სავარაუდოდ, წყლის მილის დაზიანებამ გამოიწვია.
ადგილზე მობილიზებული არიან სამაშველო სამსახურის თანამშრომლები.