აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში Golden State Warriors-ის საკალათბურთო გუნდის მთელ შემადგენლობას უმასპინძლა. შეხვედრა Golden State Warriors-ის NBA-ს ჩემპიონობას მიეძღვნა.
შეხვედრაზე იმყოფებოდა ქართველი კალათბურთელი ზაზა ფაჩულია, რომელიც კლუბში საკალათბურთო და ბიზნესოპერაციათა კონსულტანტია.
ფაჩულიას მცირე კომენტარი სოციალურ ქსელში გავრცელდა. კალათბურთელი აცხადებს. რომ პირველადაა თეთრს სახლში ასეთ ღონისძიებაზე და ამით ძალიან მოხარული და ბედნიერია.
„პირველად ვარ აქ, ასეთ ღონისძიებაზე. ძალიან მოხარული და ბედნიერი ვარ იმიტომ, რომ მხოლოდ ეს იყო, რაც წინა ჩემპიონობის დროს არ გამომიცდია, - განაცხადა ფაჩულიამ.
„გოლდენ სტეიტ უორიორსის ლიდერმა სტეფ კარიმ ჯო ბაიდენს გოლდენ სტეიტის 46-ნომრიანი მაისური გადასცა, რაც ამერიკის პრეზიდენტების ნუმერაციას ემთხვევა.
Golden State Warriors-ი პროფესიონალური საკალათბურთო კლუბია, რომელიც აშშ-ის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში თამაშობს. გუნდი 1946 წელს ფილადელფიაში დაარსდა.