ზაზა წერეთელი - ევროკავშირის ქვეყნებში შეიქმნა გარკვეული შეფერხება და ვაქცინების ის რაოდენობა, რომელსაც ელოდნენ მათ ვერ მიიღეს

ზაზა წერეთელი - ევროკავშირის ქვეყნებში შეიქმნა გარკვეული შეფერხება და ვაქცინების ის რაოდენობა, რომელსაც ელოდნენ მათ ვერ მიიღეს

access_time2021-02-16 15:30:00

ევროკავშირის ქვეყნებში შეიქმნა გარკვეული შეფერხება და ვაქცინების ის რაოდენობა, რომელსაც ელოდნენ მათ ვერ მიიღეს. ახლა ნელ-ნელა საწარმოების გადაწყობა ხდება, რადგან ევროკავშირის ქვეყნებმა ძალიან დიდი უკმაყოფილება გამოთქვეს, ევროპული ბიუროკრატიის გამო, როგორც მათ აღნიშნეს დაგვიანდა მწარმოებლებთან კარგი კონტრაქტების დადება და აღმოჩნდა, რომ მწარმოებლებმაც გადააფასეს თავიანთი შესაძლებლობები, მათ არ ეგონათ რომ ამდენი ვაქცინის წარმოება ასეთ მოკლე დროში დასჭირდებოდათ, რამაც გამოიწვია ამ ყველაფრის შეფერხება, - ამის შესახებ ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსმა მრჩეველმა, ზაზა წერეთელმა პრემიერ-მინისტრსა და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.



ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩევლის თქმითვე, მთელი მსოფლიო და ევროპაც ახლა ცდილობს ეკონომიკის გახსნას და მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაციის წარმოება გაიზარდოს.




„ევროპაში დეკემბერში დაიწყო ვაქცინაციის პროცესი, 27 დეკემბერს ევროკავშირის ქვეყნებმა მიიღეს pfizer-ის პირველი ვაქცინა და ამის შემდეგ დაიწყო ვაქცინაცია. შემდეგ, მეორე ეტაპზე ევროკავშირის ქვეყნები ელოდებოდნენ, იყო კონტრაქტი AstraZeneca -სთან, რომლის შემოსვლაც უნდა დაწყებულიყო იანვარში, მაგრამ უეცრად AstraZeneca-მ განაცხადა, რომ მათ არ ჰქონდათ წარმოების ის მოცულობა, რომლითაც შეეძლოთ შემოეტანათ ვაქცინების შესაბამისი რაოდენობა, კერძოდ 100 მლნ დოზა, მათ თქვენს რომ მხოლოდ 60%-ის შემოტანა შეეძლოთ. ამან გარკვეული უკმაყოფილება და უთანხმოება გამოიწვია ევროკავშირის ქვეყნებში, ამას დაემატა ისიც, რომ Pfizer-მა, რომელსაც ქარხანა აქვს ბელგიაში გამოაცხადა, რომ სჭირდებოდა გარკვეული ტექნიკური გადაიარაღება მეტი წარმოებისთვის, შესაბამისად შეიქმნა გარკვეული შეფერხება ევროკავშირის ქვეყნებში და ვაქცინების ის რაოდენობა, რომელსაც ელოდნენ მათ ვერ მიიღეს. ახლა ნელ-ნელა საწარმოების გადაწყობა ხდება, რადგან ევროკავშირის ქვეყნებმა ძალიან დიდი უკმაყოფილება გამოთქვეს, ევროპული ბიუროკრატიის გამო, როგორც მათ აღნიშნეს დაგვიანდა მწარმოებლებთან კარგი კონტრაქტების დადება და აღმოჩნდა, რომ მწარმოებლებმაც გადააფასეს თავიანთი შესაძლებლობები, მათ არ ეგონათ რომ ამდენი ვაქცინის წარმოება ასეთ მოკლე დროში დასჭირდებოდათ, რამაც გამოიწვია ამ ყველაფრის შეფერხება. გამოსავალი არის ის, რომ პირველი - ამ ეტაპზე გამოჩნდა სხვა ვაქცინებიც, რომლებსაც შემოაქვთ განაცხადები ევროკავშირსა და აშშ-ში, ალბათ შემდეგ ჯანმოშიც შემოიტანენ. ვივარაუდოთ, რომ ეს შექმნის მრავალფეროვნებას და ვაქცინების დამატებით რესურსს და მეორე - ბევრმა ქვეყანამ, მათ შორის, მაგალითად გერმანიამ გამოყო დამატებითი ხარჯები, რომ ახალი ქარხნები გაიხსნას ვაქცინების წარმოებისთვის. გერმანიაშიც და ბელგიაშიც ახლა ცდილობენ ახალი ქარხნები გახსნან Pfizer-ის და AstraZeneca -ს, თუ სხვა ვაქცინის. ასევე არის მესამე გზა - თუ ზოგიერთმა ფარმაცევტულმა კომპანიამ, რომელიც თვითონ არ აწარმოებს ვაქცინას შესთავაზა თავისი სიმძლავრეები ვაქცინის მწარმოებლებს და უთხრა, რომ კი ბატონო, თქვენ შეგიძლიათ ჩვენი ქარხნები გამოიყენოთ ვაქცინის ჩამოსასხმელად, ვინაიდან ყველა თანხმდება, რომ თუ არ გაიზრდება წარმოებული ვაქცინების მოცულობა, მაშინ ქვეყნები ვერ შეძლებენ მოიცვან 70-80% და ყველამ იცის, რომ ამ შემთხვევაში ეკონომიკის გახსნა ძალიან გაჭირდება. იმისთვის, რომ მთელი მსოფლიო და ევროპაც ახლა ცდილობს ეკონომიკის გახსნას, მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაციის წარმოება გაიზარდოს.



მსოფლიო მეტნაკლებად შეთანხმებულია, რომ მომავალი წლის ზაფხულამდე ნორმალურ ცხოვრების რიტმში დაბრუნება გაძნელდება, ვინაიდან ეს 85%-იანი მოცვა, იმუნური ფენა, უნდა იყოს მთელ მსოფლიოში. გარკვეული ქვეყნები რომ აიცრას, ან ევროკავშირი რომ აიცრას, ან აშშ, ეს არ ნიშნავს, რომ მთელი მსოფლიო აცრილი იქნება, ვინაიდან ჩვენ გვრჩება დიდი კონტინენტები მაგალითად -აზია და აფრიკა, სადაც ჯერ არც კი დაწყებულა ვაქცინაცია, შესაბამისად, იმის თქმა, რომ პანდემია კონტროლის ქვეშაა შეუძლებელი იქნება. წარმოებაც ამდენი ვაქცინის, რომ მთელი მოსახლეობა მსოფლიოსი ორჯერ აცრა, თქვენ იცით, რომ ვაქცინა ორდოზიანია, ძალიან ძნელია. მომავალი წლის ზაფხულამდე თვლიან, რომ მთელი მსოფლიოსთვის ეს ძნელი იქნება, შეიძლება პატარა გახსნები იყოს ევროკავშირის ქვეყნებში ან გაერთიანებულ სამეფოში, მაგრამ მთლიანობაში ეს ცოტა რთული მისაღწევია,“- განაცხადა ზაზა წერეთელმა.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up