„ზებო“ - მთიან აჭარაში მდებარე პოპულარულ საოჯახო სასტუმროს მომხმარებელი 80%-ით შეუმცირდა

„ზებო“ - მთიან აჭარაში მდებარე პოპულარულ საოჯახო სასტუმროს მომხმარებელი 80%-ით შეუმცირდა

access_time2021-11-09 13:00:43

პანდემიის გავლენა საოჯახო სასტუმროების უმეტესობაზე  საკმაოდ მძიმეა.  იმ ფონზე, როცა მთავრობა ეკოტურიზმის განვითარებაზე საუბრობს, სერვისის მიმწოდებლები სერიოზული საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ. აგროტურისტულ ბიზნესში ჩართულ კომპანიას  ელემენტარული ხელშეწყობაც არ აქვს, ინტერნეტზე წვდომის საშუალებაც კი, რის გამოც უცხოურ ფორუმებსა და ონლაინ სემინარებს ხშირად ვერ ესწრება.



საოჯახო სასტუმრო „ზებოს“ დამფუძნებელი ზებურ ბოლქვაძე ამბობს, რომ ბიზნესის გაფართოებას აპირებდა, მაგრამ პანდემიამ გეგმები შეცვალა.

 


,,ტურიზმიდან შემოსავალი საერთოდ შეგვიწყდა.  პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, ტურისტების რაოდენობა 80%-ით შეგვიმცირდა, რაც დიდი დანაკარგია.  წლების წინ დავიწყე საქმიანობა და ახლობლის დახმარებით თვითონ დავუკავშირდი ევროპელებს ინტერნეტის საშუალებით, მაქსიმალურად შევეცადე, დამეინტერესებინა ისინი და რამდენიმე მართლაც ჩამოვიდა. ერთხელ მოსულ სტუმარს მომდევნო წელს სხვაც მოჰყვა, იმ სხვას კიდევ სხვა და ასე გავიფართოვე მომხმარებელთა წრე, ძირითადად ევროპელები, რომლებსაც საქართველო ძალიან შევაყვარე.  ჩემი იდეით, ღვინის ფესტივალი მოვაწყვე ეპიდემიამდე და უამრავი სტუმარი ეწვია აჭარას, ეპიდემიური მდგომარეობა რომ მოგვარდება, ამ სახის ფესტივალებს და ღონისძიებებს დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს. უნდა აჩვენო, დაანახო მსოფლიოს საქართველოს აგრარული შესაძლებლობები და ტრადიციები. ამერიკაში ამის დიდი კულტურაა, რაც ჩვენთვის მისაღებია, უნდა გადმოვიღოთ. ვფიქრობ, რომ მთლიანად საქართველოს, მით უმეტეს, აჭარის რეგიონს, აგრო და ეკო ტურიზმის განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. ყველა სოფელს ჯერ კიდევ ამოუცნობი რესურსი გააჩნია, ამას უნდა სწორად შეფუთვა და მიტანა ადრესატამდე“, - ამბობს ზებურ ბოლქვაძე.

 


როგორც  სასტუმროს მფლობელმა ,,კომერსანტთან“  განაცხადა, სტუმრებს საკუთარი პროდუქციით უმასპინძლდებოდა, აძლევდა შესაძლებლობას, სურვილის შემთხვევაში, თვითონ მოეწყვიტათ ხილი თუ ბოსტნეული, ენახათ თუთუნის წარმოება და სხვა, რაც დიდ ინტერესს იწვევდა.




ზებურ ბოლქვაძე ფიქრობს, რომ აგროტურიზმის პოტენციალი საქართველოსთვის ამოუწურავია და მასზე აქცენტის გაკეთება დარგს და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკას დიდ მოგებას მოუტანს.

 



,,მარტო გობრონეთს კი არა, საქართველოს ყველა სოფელს აქვს პოტენციალი, ამოუწურავი პერსპექტივაა აგრო და ეკო ტურიზმში, რითაც ყველა თაობის ადამიანს დააინტერესებს - ქართველია თუ უცხოელი. ყოველთვის ამას ვამტკიცებდი და გამართლდა. ახლა ჭკუას მეკითხებიან, როგორ გააკეთონ სასტუმრო ბიზნესი, რა ეტაპები გაიარონ... 4 წელი მხოლოდ წაგებაზე, ენთუზიაზმით ვიმუშავე, რათა დამემტკიცებინა, რომ ჩემი იდეა სწორი იყო. დღეს დასამტკიცებელი არაფერია! მიმაჩნია, რომ ბევრად საინტერესოა მაღალმთიან აჭარაში დასვენება. ნომერ პირველი პრობლემა დღეს არის ინტერნეტი, ძირითადად, ტელეფონით ვუკავშირდებით დანარჩენ მსოფლიოს, სადაც ვებინარები და სხვადასხვა სახის ონლაინ ფორუმები იმართება. ცუდი კომუნიკაციის გამო სისტემატურად ვეთიშებით, რადგან ინტერნეტზე წვდომა დიდი პრობლემაა. ცენტრალური უბნების გარდა, წვდომა აღარ არის, შეიძლება ითქვას, რომ წამდაუწუმ ითიშება და ასე შორს ვერ წავალთ. საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა, ენობრივი ბარიერიც მეტნაკლებად დაძლეულია, მაგრამ ინტერნეტთან დაკავშირებით ხარვეზი დღემდე ვერ გამოსწორდა“, - ამბობს ზებურ ბოლქვაძე.

 


ტურიზმის გარდა,  აჭარელი მეწარმე ფერმერულ მეურნეობას მისდევს, როგორც აღნიშნა, თამბაქო და ბოსტნეული მოჰყავს, წინა წლებში კივიც გააშენა, რითაც ოჯახს ინახავს და სასტუმროს ხარჯსაც უმკლავდება.

 


მართალია, წლევანდელი  სეზონისთვის დაგეგმილი შეკვეთები უცხოელმა ტურისტებმა  გააუქმეს, თუმცა სასტუმროს მფლობელი ოპტიმიზმს არ კარგავს. მომაჯადოებელი გარემოს წყალობით ზებურ ბოლქვაძე მნახველების გაოცებას ყოველთვის ახერხებდა. ახლაც, ტურიზმში არსებული პრობლემის მიუხედავად, დამსვენებელთა გააქტიურებას მომავალი წლიდან ვარაუდობს.

 




სანამ საქმიანობას დაიწყებდა, იყო მხოლოდ იდეა, რომლის განხორციელება წლების წინ ქედის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით სცადა, მაგრამ მაშინ დახმარება ვერ მიიღო. უბრალოდ, მათი დარწმუნება გაუჭირდა.  

 

,,სასტუმროს გახსნა ვცადე, მაგრამ ჩემი ოჯახის წევრებიდან დაწყებული, ყველა ეჭვით მიყურებდა, ბათუმი ვერ იზიდავს ტურისტებს, გობრონეთში ვინ ამოვაო, მე კი საპირისპირო დავამტკიცე. დღეს გობრონეთს ბევრი ევროპელი იცნობს, ისინი აქ ნამდვილ ქართულ სოფელს ხედვენ, შრომაში ჩაფლულ ხალხს და ტრადიციას, რითაც ყურადღებას ვიქცევთ. ინტერესი კი იმდენად დიდია, რომ ევროპელი წყვილმა ქორწილის გადახდაც კი შემოგვთავაზა. პანდემიის გამო ძალიან ვიწრო წრეში, მაგრამ ქორწილი შედგა, დაუვიწყარი შთაბეჭდილებით გავაცილეთ წყვილი, არაჩვეულებრივი სანახაობა იყო.  ახალშეუღლებულებს ზაფხულში ისევ ველოდებით. ბევრად წინ ვიქნებოდით, მაგრამ ეპიდემიამ ძალიან უკან დაგვხია. ახლა სამზადისში ვართ, ყველა რაღაცას ვაკეთებთ, რომ ფეხზე დავდგეთ. მათ უყვართ ჩემს მიერ შექმნილი გარემო იმისთვის, რომ მიწასთან, ბუნებასთან არნახული სიახლოვეა, სიმღერა, ცეკვა, გუილმართალი ხალხი, როგორსაც თანამედროვე  ცხოვრებაში იშვიათად შეხვდებიან, ეს მხოლოდ ქართული, აჭარული კულტურა და ტრადიციაა“, - ამბობს ,,ზებოს“ დამფუძნებელი.

 


რაც შეეხება ოფიციალურ სტატისტიკას,  2021 წლის ოქტომბერში საქართველოში 220 705 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 324.3%-ით მეტია 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 71.8%-ით ნაკლებია 2019 წლის ოქტომბერთან შედარებით.



ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საერთაშორისო ვიზიტორთა ვიზიტების რაოდენობამ 205,680 შეადგინა, რაც 2020 წლის ოქტომბერთან შედარებით +313.7%-ით მეტია, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 69.1%-ით ნაკლები.



ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ ოქტომბერში 188 751 შეადგინა, რაც 2020 წლის ოქტომბერთან შედარებით 331.5%-ით მეტია, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57%-ით ნაკლები.

 


რაც შეეხება აგროტურიზმს,  როგორც დასვენებისა და განვითარების ფორმა, მსოფლიოში აღიარებული მიმართულებაა, რომელიც სულ უფრო პოპულარული ხდება.  არანორმალური სამუშაო რიტმით გადაღლილი ადამიანებისთვის ეს საუკეთესო შესაძლებლობაა, გაეცნონ სოფლის ცხოვრებას,  ცოტა ხნით მოშორდნენ ცივილიზაციის დაძაბულ რიტმს და ბუნებასთან ყოველდღიური ურთიერთობით მოიკრიბონ ძალები, რაც მათ ქალაქში ცხოვრების გასაგრძელებლად სჭირდებათ.




მარი ჩიტაია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up