„ზედაზენი“ მეორე წელია ზარალზეა

„ზედაზენი“ მეორე წელია ზარალზეა

access_time2021-08-16 12:00:33

ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელი საქართველოში სს „ქართული ლუდის კომპანია“ ზედაზენი მეორე წელია ზარალზეა. 2019 წლის შემდეგ კომპანიმ პანდემიური 2020 წელი კიდევ უფრო დიდი ₾ 6,8 მლნ-იანი ზარალით დაასრულა.  2019  წელს კომპანიის ზარალი 3.7 მლნ ლარს შეადგენდა.

 

2019 წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად, ₾14 მლნ-ით შემცირდა კომპანიის შემოსავალი და ₾ 69 მლნ შეადგინა.

 

პროდუქციის რეალიზაციის მთავარ წყაროს საქართველოს ბაზარი წამოადგენს. როგორც კომპანიის წლიურ ანგარიშში ვკითხულობთ, ზედაზენს 69-მილიონიანი შემოსავლის 89% ადგილობრივ ბაზარზე არსებული გაყიდვებიდან ჰქონდა, 11 % კი პროდუქციის ექსპორტირებიდან მიღებული შემოსავალი იყო. დოკუმენტის თანახმად, 2019 წელს კომპანიის ექსპორტი უფრო მცირე იყო და ის მთლიანი შემოსავლის 7%-ს შეადგენდა.

 

დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ COVID 19-მა და მასთან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა, რომელმაც ძირითადად გავლენა იქონია სარესტორნე ბიზნესზე, 2020 წელს ადგილობრივ ბაზარზე კომპანიის რეალიზაციების შემცირება გამოიწვია. მოსალოდნელი ნეგატიური ეფექტის შესამსუბუქებლად, კომპანიის მენეჯმენტმა შეძლო საოპერაციო დანახარჯების ოპტიმიზაცია, რამაც გავლენა იქონია საოპერაციო შედეგებზე და მომგებიანობაზე.

 

ფინანსურ ანგარიშში ნათქვამია, რომ მიუხედავად შექმნილი არასახარბიელო ბიზნეს გარემოსი, კომპანიამ ბაზარს წარუდგინა როგორც ადგილობირვი წარმოების, ასევე იმპორტირებული ლუდის 3 ახალი ბრენდი:

ადგილობირვი წარმოება:

- „რავი“- ლუდი, რომელიც გათვლილია ძირითადად ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებზე და ხასიათდება სიმარტივითა და სიმსუბუქით.

- „აია“- „აია“ არის პირველი ქართული ლუდის ბრენდი, რომელიც ბაზარზე 1953 წლიდან გამოჩნდა. მისი ჩამოსხმა ხდებოდა ქუთაისში და წარმოადგენს რეგიონულ ბრენდს.

იმპორტირებული პროდუქცია:


- „გრიმბერგენი“- 2020 წლის მიწურულს კომპანიამ სუპერ პრემიალური პორტფელის განვითარებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა და ქართულ ბაზარს წარუდგინა ბელგიური ლუდი  „გრიმბერგენი“ 0.33 ლიტრიან შუშის შეფუთვაში.

ასევე, კომპანიამ დაამუშავა და ბაზარს წარუდგინა შინაარსობრივად ახალი პროდუქტი - არომატული წყალი, რომელიც „ჩერო“-ს ბრენდის ქვეშ არის წარმოდგენილი და მოიცავს ოთხი სხვადასხვა გემოს სახეობას: მარწყვი, ვაშლი, გრეიფრუტი, ლიმონი.

 

ანგარიშის მიხედვით ირკვევა, რომ 2020 წლის 31 დეკემბერსა და 2019 წლის 31 დეკემბერს დასრულებული წლებისთვის ძირითადი ხელმძღვანელი პირების ანაზღაურება მოიცავდა წლიურ ხელფასსა და ბონუსებს, რაც ასახულია „საერთო და ადმინისტრაციულ ხარჯებში“ და „გაყიდვისა და დისტრიბუციის დანახარჯებში“ თანხით ₾ 1 286 000.

 

კომპანიის უშუალო და საბოლოო მშობელი კომპანია იყო შპს „მიქსორი“ (63.5%). ს.ს. „ქართული ლუდის კომპანიის“ დანარჩენ აქციებს შპს „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის ჰოლდინგი“ (24.11%) და შპს „პსპ ფარმა“ (12.39%) ფლობს.

 

სს „ქართული ლუდის კომპანია“ 2011 წელს დაარსდა და უკვე 2012 წლის მარტში ქართულ ბაზარზე თავისი პროდუქცია წარადგინა. კომპანიას დივერსიფიცირებული პორტფელი აქვს, რომელიც ლუდსა და უალკოჰოლო სასმელებს მოიცავს. ქარხანაში ხდება როგორც ადგილობრივი, ისე ლიცენზირებული ბრენდების წარმოება.

კომპანიის ძირითადი პროდუქტებია:

- ლუდის ადგილობრივი ბრენდები: „ზედაზენი”,„რავი“, „აია“ და ა.შ.;

- ლუდის ლიცენზირებული ბრენდები: „ბავარია“, „ჰოლსტენი“, ”ჰარპი“, „რაგნარი“ და ა.შ.;

- ლუდის იმპორტირებული ბრენდები: „გინესი“, „გრიმბერგენი და ა.შ.;

- ლიმონათი ”ზედაზენი“ სხვადასხვა გემოთი (მსხალი, ლიმონი, ტარხუნა და ა.შ.);

- ნატურალური წვენი „ჩერო“-ს სხვადასხვა სახეობა (ფორთოხალი მანდარინით, ალუბალი,

ბროწეული და ა.შ.);

- RC კოლა (კოლას ტიპის სასმელი);

- ენერგეტიკული სასმელები („რედ რეინი“, „უაილდერი“,“დინო“);

- ცივი ჩაი სხვადასხვა არომატით;

- არომატული წყალი „ჩერო“-ს სხვადასხვა სახეობა (მარწყვი, ვაშლი, გრეიფრუტი, ლიმონი);

- წყალი „აქუა ზენი“.


ბაჩო ადამია


თეგები:
ზედაზენი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up