ზედიზედ 11 თვეა სურსათის საერთაშორისო ფასები მცირდება - გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია

ზედიზედ 11 თვეა სურსათის საერთაშორისო ფასები მცირდება - გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია

access_time2023-03-30 17:30:29

მსოფლიო ბანკის მონაცემებით ადგილობრივი ინფლაცია მთელ მსოფლიოში კვლავ მაღალ დონეზე რჩება,  2022 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის თებერვლის ჩათვლით ინფლაციის დონე დაბალშემოსავლიანი ქვეყნების 88.2%-ში, დაბალი-საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნების 93%-ში და საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნების 89%-ში 5% - ზე მაღალია. ბევრ ქვეყანაში სამომხმარებლო ფასები ორნიშნა ტემპით იზრდება და განსაკუთრებით მაღალია სასურსათო ინფლაცია.


ანგარიშის თანახმად, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, სიმინდის ფასი 13%-ით, ხორბლის ფასი კი 34%-ით შემცირდა. თუმცა იზრდება ბრინჯის ფასი, რომელიც წლიურად 17%-ით არის გაძვირებული. ომამდელ 2021 წლის იანვართან შედარებით, სიმინდისა და ხორბლის ფასები წელს, შესაბამისად, 22%-ით და 4%-ით მეტია, ხოლო ბრინჯის ფასები 4%-ით დაბალია.

 

ომამდელ 2021 წლის იანვართან შედარებით, სიმინდისა და ხორბლის ფასები წელს, შესაბამისად, 22%-ით და 4%-ით მეტია, ხოლო ბრინჯის ფასები 4%-ით დაბალია.

 


გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) განაცხადა თებერვალში,  სურსათის მსოფლიო ფასები ზედიზედ მეთერთმეტე თვეა იკლებს. მათვე  ცნობით სურსათის ფასების ინდექსი, რომელიც  მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი საკვები პროდუქტების საერთაშორისო ფასებს აკონტროლებს, თებერვალში საშუალოდ 129,8 პუნქტს შეადგენდა, რაც იანვართან შედარებით ზღვრული 0,6 პროცენტით დაბალია, თუმცა 2022 წლის მარტის პიკთან შედარებით 18,7 პროცენტით არის შემცირებული.


Fao –  მონაცემებს მიხედვით  ინდექსის  კლება  აისახა მცენარეულ ზეთებისა და რძის პროდუქტებზე. ანგარიშის მიხედვით, მარცვლეულის ფასების ინდექსი იანვრიდან პრაქტიკულად უცვლელი დარჩა.


მსოფლიო ბანკის თანახმად, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, გლობალური სასურსათო კრიზისი ნაწილობრივ გაუარესდა ქვეყნების მიერ დაწესებული სურსათით ვაჭრობის შეზღუდვების მზარდი ტენდენციის გამო, რაც შიდა მიწოდების გაზრდასა და ფასების შემცირების ემსახურებოდა. 2023 წლის 13 მარტის მდგომარეობით, 23 ქვეყანამ განახორციელა სურსათის ექსპორტის 29 აკრძალვა, ათმა კი - 14 ექსპორტის შემზღუდავი ღონისძიება.

 

2022 წლის სასურსათო კრიზისის შესახებ გლობალური მოხსენების თანახმად, სავარაუდოდ, 205 მილიონამდე ადამიანი განიცდის სასურსათო უსაფრთხოების მწვავე პრობლემებს და საჭიროებს სასწრაფო დახმარებას 45 ქვეყანაში.


თეგები:
Fao სურსათი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up