ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთის ტყვეობაში ქარხანა „აზოვსტალიდან“ ევაკუირებული 2500-ზე მეტი უკრაინელი მებრძოლი იმყოფება

ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთის ტყვეობაში ქარხანა „აზოვსტალიდან“ ევაკუირებული 2500-ზე მეტი უკრაინელი მებრძოლი იმყოფება

access_time2022-06-07 14:50:00

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ტყვეობაში იმყოფება „აზოვსტალის“ დამცველი ორ-ნახევარ ათასზე მეტი უკრაინელი მებრძოლი.


უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მათი გათავისუფლების საკითხებით უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოა დაკავებული.


უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ რუსული მხარისთვის წამგებიანია აზოვსტალის უკრაინელი მებრძოლების წამება, რადგან ისინი „საჯარო პატიმრებს“ წარმოადგენენ. რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები უკრაინელის სამხედროების მომავალი ბედის შესახებ, როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, მათი მხრიდან პიარის მცდელობაა.


„აზოვსტალიდან“ მებრძოლების ევაკუაციის ოპერაცია 17 მაისს დაიწყო - ევაკუაციის ფარგლებში, მარიუპოლის „აზოვსტალის“ ქარხნიდან ყველა უკრაინელი სამხედრო რუსული ძალების თანხლებით გადაიყვანეს რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე.



უკრაინის მხარე აცხადებს, რომ უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დასაბრუნებლად მათ რუს ტყვეებში გაცვლიან. ამას ეწინააღმდეგებიან რუსეთის დუმაში, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დე ფაქტო, პრორუსული ხელისუფლება კი აცხადებს, რომ უკრაინელი სამხედროები უნდა გასამართლდნენ.


„აზოვსტალის“ დამცველთა შორის უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროების, მესაზღვრეების, პოლიციელებისა და მოხალისეების გარდა, არიან პოლკ „აზოვის“ მებრძოლები. რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ 17 მაისს უზენაეს სასამართლოს მიმართა, „აზოვი“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადოს.


7 ივნისს რუსეთმა უკრაინას გადასცა ქალაქ მარიუპოლის მეტალურგიული გიგანტის, ქარხანა „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე დაღუპული ათეულობით უკრაინელი მებრძოლის ცხედარი. ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ი იუწყება. მანამდე გავრცელებული ცნობებით, რუსეთმა და უკრაინამ პირველად გაცვალეს დაღუპული მეომრები და თითოეულმა მხარემ მეორეს 160 ცხედარი გადასცა.


პოლკ „აზოვის“ პრესმდივანმა ანა გოლოვკომ Associated Press-ს დაუდასტურა, რომ მათ შორის იყო „აზოვსტალის“ დამცველი პოლკის, „აზოვის“ სულ მცირე 52 დაღუპული მებრძოლიც. ისინი გადაასვენეს კიევში, სადაც იდენტიფიცირების პროცესი მიმდინარეობს.


radiotavisupleba.ge







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up