უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი 4 თებერვალს გამოვიდა გაფრთხილებით, რომ რუსეთი ბრძოლას სულ უფრო მეტ ძალას ახმარს და ქვეყნის აღმოსავლეთში ფრონტის ხაზზე ვითარება რთულდება.
"ოკუპანტი მეტ და მეტ ძალას ახმარს ჩვენი თავდაცვის გატეხვას" - თქვა ზელენსკიმ თავის საღამოს მიმართვაში და დასძინა, რომ ვითარება "ძალიან რთულია" ბახმუტის, ლიმანის და სხვა არეალებში.
პარალელურად, ენერგეტიკის მინისტრმა, ჰერმან ჰალუშჩენკომ განაცხადა, რომ სამხრეთის საპორტო ქალაქ ოდესაში ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა საბაზისო ინფრასტრუქტურას, ქვესადგურზე მომხდარი მასშტაბური ავარიის შემდეგ.
"ენერგიის მიწოდება აღუდგა კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურას. ამდენად, ქალაქს ექნება წყალი და გათბობა" - წერს ჰალუშჩენკო ფეისბუკზე და დასძენს, რომ ელექტროენერგია უკვე მიეწოდება მომხმარებელთა მესამედს.