უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთთან რაიმე მოლაპარაკება ვერ დაიწყება, სანამ კიევსა და მოსკოვს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას არ მიიღებენ. ამის შესახებ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
"ჩვენი დიპლომატები მუშაობენ და მათ ისაუბრეს ჩვენსა და რუსეთის ფედერაციას შორის შესაძლო დღის წესრიგის ზოგიერთ საკითხზე. მე მინდა რომ ეს განხორციელდეს...მშვიდობის პროცესი 100%-ით ცეცხლის შეწყვეტით უნდა დაიწყოს",- თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ის მზად არის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს პირისპირ შეხვდეს და ასევე განიხილავს მოლაპარაკებების გამართვას იერუსალიმში, ისრაელის პრემიერმინისტრ ნაფტალი ბენეტის შუამავლობით.
წყარო: "მთავარი არხი"