უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასობით ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.
სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია, რუსეთის ფედერაციის კომუნისტური და რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიები. ახალი შეზღუდვებით ჯამში ზელენსკის მიერ 40 ფიზიკური და 382 იურიდიული პირია სანქცირებული.
სანქციები დაუწესდა 30 რუსეთის, ირანისა და უკრაინის და 8 მალის მოქალაქეს. თითოეულ მათგანზე შეზღუდვები 10 წლით არის დაწესებული. მათ შორის ერთ-ერთი მოღალატე ვოლოდიმირ ბობრიშევია, რომლის საეჭვო საქმიანობაც უკრაინის უშიშროების სამსახურმა ზაფხულში გამოავლინა. მას შემდეგ ოკუპანტებმა ბობრიშევი პოლიციის სპეციალური განყოფილების უფროსად დანიშნეს.