უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საომარი მდგომარეობის რეჟიმი 30 დღით გაახანგრძლივა.
შესაბამისი კანონპროექტი ზელენსკიმ უკრაინის უმაღლეს რადას უკვე გადაუგზავნა. კანონპროექტის მიხედვით, საომარი მდგომარეობა 24 მარტიდან კიდევ ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.
საომარი მდგომარეობა უკრაინაში 24 თებერვალს, ქვეყანაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გამოცხადდა.