უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს ვირტუალური აქტივების შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ციფრული განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
კანონი განსაზღვრავს კრიპტო აქტივების სამართლებრივ სტატუსს, კლასიფიკაციას და საკუთრებას, ასევე მომსახურების მიმწოდებლების ჩამონათვალს და მათი რეგისტრაციის პირობებს.
შესაბამისად, უცხოური და უკრაინული კრიპტობირჟები იმუშავებენ ლეგალურად, ბანკები გახსნიან ანგარიშებს კრიპტოვალუტაში და უკრაინის მოქალაქეებს საშუალება ექნებათ თავიანთი ვირტუალური აქტივები დაიცვან სამართლებრივი მექანიზმებით.