უკრაინული და აშშ მედია იუწყება, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი დღეს ვაშინგტონში, აშშ-ის კონგრესზე სიტყვით წარსდგება.
ასევე მოსალოდნელია, რომ ზელენსკი კონგრესისა და ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის ხელმძღვანელებს შეხვდეს.
ინფორმაცია პრეზიდენტის აპარატს ჯერ არ დაუდასტურებია.
თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა, ეს იქნება ზელენსკის პირველი გასვლა ქვეყნიდან ომის დაწყების შემდეგ. — წერს უკრაინული მედია.