ლონდონში გამართულ Christie’s აუქციონზე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ქურთუკი 90 ათას ფუნტად (110 ათასი დოლარი) გაიყიდა. ამის შესახებ The Telegraph-ი იუწყება.
ლოტის საბოლოო ფასმა მის თავდაპირველ ღირებულებაზე ორჯერ მეტი შეადგინა.
Christie’s აუქციონზე სხვა ლოტიც იყო წარმოდგენილი, მათ შორის დოქი, რომელიც ზელენსკიმ ჯონსონს უკრაინაში სტუმრობის დროს აჩუქა.
აუქციონი უკრაინის ჰუმანიტარული დახმარების მხარდასაჭერად გაიმართა.
უკრაინის პრეზიდენტმა აუქციონზე დამსწრეებს აქტიურობისთვის და მხარდაჭერისთვის მადლობა პირადად გადაუხადა. მან პრემიერ ბორის ჯონსონს „მამაცი ბორისი“ უწოდა.
ცნობისთვის, ბორის ჯონსონი ჯერ კიდევ აპრილის დასაწყისში ჩავიდა კიევში და პრეზიდენტ ზელენსკის და უკრაინელ ხალხს თანადგომა პირადად გამოუცხადა.