უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი, მარკიან ლუბკივსკი ამტკიცებს, რომ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკისა და პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის სავარაუდო მკვლელობის გეგმაში რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ იყო ჩართული. მისი თქმით, ზელენსკის მკვლელობის გეგმის შესახებ ინფორმაცია დადასტურებულია და ყველა ეს დოკუმენტი, როგორც მტკიცებულება წარედგინება საერთაშორისო სასამართლოს.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის გაერთიანებულმა სამეფომ „ვაგნერს“ სანქციები დაუწესა.
„ვაგნერის“ დაჯგუფება დაკავშირებულია კრემლთან დაახლოებულ ოლიგარქთან, ევგენი პრიგოჟინის სახელთან, თუმცა თავად ოლიგარქი ამ კავშირს კატეგორიულად უარყოფს.