რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს ინფორმაციით, „ზემო ლარსის“ სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე, რუსეთის მიმართულებით, 12 ახალი ზოლი ამოქმედდა. 2022 წლის ივლისში რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით 12 ახალი ზოლი იყო დამატებული.
„მიმდინარე წლის ივლისში მსუბუქი ავტომობილებისთვის 12 ახალი ზოლის და ნოემბერში დამატებით 12 ახალი ზოლის ამოქმედებამ მსუბუქი და სატვირთო ტრანსპორტის გამტარუნარიანობა გაზარდა. წლის ბოლოს არაგაბარიტული ტრანსპორტისთვის კიდევ 2 ზოლის დამატება იგეგმება. გავლის ზოლების საერთო მოცულობა 39-მდე გაიზრდება. გამტარუანარიანობის სიმძლავრეები პროექტით გათვალისწინებული მონაცემებს დღე-ღამეში 2.5 სატრანსპორტო საშუალებას მიაღწევს, რომელსაც 4 000-მდე გავლის რესურსი ექნება“, - ნათქვამია განცხადებაში.