„ზერო ეფექტი“ - პირველი წრიული პრინციპების სოციალური სივრცე საქართველოში

„ზერო ეფექტი“ - პირველი წრიული პრინციპების სოციალური სივრცე საქართველოში

access_time2023-03-04 18:30:08

„ზერო ეფექტი“ ნული ნარჩენის პირველი წრიული პრინციპის სოციალური სივრცეა საქართველოში, რომელიც ნული ნარჩენის მაღაზიას, შემეცნებით აქტივობებს, ძველი ნივთების გაცვლის სივრცეს, მინი მწვანე ბიბლიოთეკას და ნარჩენების შეგროვების პუნქტს მოიცავს.

 

 „ზერო ეფექტის“ მაღაზიაში ბევრ საინტერესო ნივთს აღმოაჩენთ. ყველა მათგანი ეკოლოგიურად სუფთაა, ნატურალური ინგრედიენტებითა და მასალებითაა შექმნილი. მათი უმრავლესობა კომპოსტირებადია და ნარჩენების გადამუშავების გზითაა მიღებული.

 

მაღაზიაში ნახავთ ბამბუკის დანა-ჩანგლის ნაკრებს, რომელიც 36 ლარი ღირს, ლავანდას შამპუნს (30 ლარი), ტუჩის ბალზამსა და დეოდორანტს (15-15 ლარი), მრავალჯერად ყურის ჩხირებს (12 ლარი), ბამბუკის კბილის ჯაგრისს (15 ლარი), მეტალის საწრუპს (7 ლარი), ტილოს ჩანთას (14 ლარი) და სხვა.

 

 „ჩვენს მაღაზიაში ნივთები უმეტესად შეფუთვის გარეშეა, შეფუთული პროდუქტები 100% კომპოსტირებადია სახლის პირობებში, მარტივად გადამუშავდება ან უკვე გადამუშავებული მასალისგანაა შექმნილი. ვთანამშრომლობთ მწვანე მეწარმეებთან საქართველოში და მის გარეთ. მაღაზიაში მოქმედებს შეფუთვის დაბრუნების პრინციპი, რაც გულისხმობს, რომ შეფუთვას ვიბრუნებთ, თავიდან ვიყენებთ და მომხმარებელი არ იხდის შეფუთვის თანხას, შესაბამისად არ რჩება ნარჩენიც.

 


მაღაზიის გარდა ზერო ეფექტის სივრცეს აქვს შემეცნებითი ფუნქცია. აქ ხშირად ვმასპინძლობთ სხვადასხვა ტიპის ვორქშოფებს, თემატურ ფილმის ჩვენებებსა და დისკუსიებს, ვცდილობთ გავზარდოთ ინტერესი გარემოსდაცვით საკითხებზე“ - განაცხადა „ზერო ეფექტის დამფუძნებელმა ანი ჭყოიძემ „კომერსანტთან“ საუბრისას.

 

„ზერო ეფექტის“ გუნდმა ნარჩენების ნაგვად გადაქცევის თავიდან ასაცილებლად ნარჩენების ჩაბარების პუნქტი შექმნა, სადაც სტუმრებს სხვადასხვა ტიპის ნარჩენი მოაქვთ, რომელიც შემდეგ გადამუშავდება.

 

„რაც შეეხება ნარჩენებით ოთახს, გამომდინარე იქიდან რომ ვცდილობთ სივრცე თავიდან ბოლომდე წრიული ეკონომიკის პრინციპებზე ავაწყოთ, გვინდოდა რომ ჩვენი სტუმრებისთვის შეგვეთავაზებინა მრავალფეროვანი საშუალება ნარჩენების ნაგვად გადაქცევის ასარიდებლად. მაღაზიაში არ გვაქვს ისეთი ნივთები რისი გადამუშავების, კომპოსტირების ან თავიდან გამოყენების შესაძლებლობაც არ აქვს მომხმარებელს.

ამ მიზნით შევქმენით ნარჩენების ჩაბარების პუნქტი, სადაც სტუმრებს მოაქვთ სხვადასხვა ტიპის ნარჩენი, მათი შემდგომი გადამუშავებისთვის. ვთანამშრომლობთ ისეთ კომპანიებთან როგორებიცაა „პოლივიმი, „სუფთა სამყარო, „მწვანე საჩუქარი და ორგანიზაცია „პარკი არ მინდა.

 

ამ ეტაპზე „ზერო ეფექტი“ იბარებს: პლასტმასას (მყარი პლასტმასას სახით), ალუმინს, ქაღალდს, აგრეთვე ძველ ქსოვილებს, დისკებს, ტექნიკის კაბელებს.

 

როგორც ნინი ჭყოიძემ გვითხრა, ჩასაბარებლად მოტანილ თითოეულ ნარჩენს თავისი მომზადების წესი აქვს. ფუნქციონირებს ასევე ნივთების გაცვლის სივრცე, სადაც მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერი გამოყენებადი ნივთი სხვა ნივთში გაცვალოს. 

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up