ზესტაფონში მეტალურგის დღე აღინიშნა

ზესტაფონში მეტალურგის დღე აღინიშნა

access_time2022-11-08 12:05:50


„ჯორჯიან მანგანეზის“ მმართველმა გუნდმა ზესტაფონში ფეროშენადნობთა ქარხნის მეტალურგები დააჯილდოვა და პროფესიული დღე მიულოცა. მეტალურგებს, კომპანიის საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ.


მეტალურგის დღეს კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენლები და ადგილობრივი მთავრობის წევრები დაესწრნენ. პროფესიული დღე მეტალურგებს, პირადად მიულოცა კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა, ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ბეჟან წაქაძემ, სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთის რეგიონში ზვიად შალამბერიძემ, ზესტაფონის მერმა ვასილ გველესიანმა, „ჯორჯიან მანგანეზის“ საოპერაციო მართვის დირექტორმა ლაშა თუთბერიძემ და ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორმა გოჩა ქურდაძემ.


„პროფესია მეტალურგი ძლიერი, შრომისმოყვარე, მიზანდასახული ადამიანების საქმეა, რომელიც ხელოვნებასა და მეცნიერებას აერთიანებს. მეტალურგთა შრომისმოყვარეობა და პასუხისმგებლობა გულწრფელ აღიარებას, პატივისცემასა და დაფასებას იმსახურებს. მეტალურგობა მოითხოვს დიდ გამბედაობას, ვაჟკაცობას და შრომისმოყვარეობას. ეს ის თვისებებია, რომლებსაც თითოეულ თანამშრომელში ვხედავ და რომელიც უდიდეს პატივისცემასა და დაფასებას იმსახურებს,“ - განაცხადა „ჯორჯიან მანგანეზის სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა.


მეტალურგის პროფესიულ დღეს კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ ყოველწლიურად სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნავს. მიზანი ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში დასაქმებულების დაფასება და მომავალ თაობაში მეტალურგის პროფესიის პოპულარიზაციაა.


ფეროშენადნობთა ქარხანაში, მეტალურგის დღეს საზეიმოდ გაიხსნა ექსპერიმენტალური ღუმელი მეორე საამქროში. „ექსპერიმენტალური ღუმელი უნიკალური პროდუქციის, კრისტალური სილიციუმის ტექნოლოგიის ათვისებაში დაგვეხმარება, რაც იმას ნიშნავს, რომ საწარმო ზრდის თავის წარმოებას ახალი მიმართულებებით,“ განაცხადა ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორმა გოჩა ქურდაძემ.


მეტალურგის დღის აღნიშვნა ტრადიციულად უკავშირდება ქართული მეტალურგიის ფუძემდებლის გიორგი ნიკოლაძის სახელს, რომლის ხელმძღვანელობითაც საქართველოში, პირველი სადნობი საცდელი ღუმელი აშენდა. მეტალურგის პროფესიულ დღეს მოქალაქეები და ფეროშენადნობთა ქარხნის თანამშრომლები ზესტაფონში, სწორედ გიორგი ნიკოლაძის სკვერში იკრიბებიან, ტრადიცია არც წელს დაირღვა. მოქალაქეებმა მონუმენტი ყვავილებით შეამკეს და ქვეყნის წინაშე გიორგი ნიკოლაძის ღვაწლზე ისაუბრეს.


გარემოს დაცვის მიმართ თავისი წილი პასუხისმგებლობის გაზიარების მიზნით და უკეთესი ეკოსისტემის შექმნისთვის, გამწვანების აქცია მოეწყო, სადაც ზესტაფონის მასშტაბით 500 ძირი იფანი, ტუია და სხვა ხე მცენარეები დაირგო. მიმდინარე წელს, კომპანიის მიერ არაერთი გამწვანების აქციაა დაანონსებული, რომელიც ნერგების დარგვას და გახარებას ითვალისწინებს.




(R) 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up