ზეთის ფასი მატულობს, მოხმარება -  მცირდება

ზეთის ფასი მატულობს, მოხმარება - მცირდება

access_time2022-02-04 16:00:55

ერთ წელიწადში ზეთი თითქმის 20%-ით გაძვირდა. როგორც იმპორტიორები აცხადებენ, ამ პროდუქტის ფასმა გარკვეულ მაქსიმუმს უკვე მიაღწია და წესით, ფასმა არ უნდა მოიმატოს, თუკი ფორსმაჟორული სიტუაცია არ შეიქმნება. ასეთ საფრთხედ  ,,ალფას“ დამფუძნებელი, ზეთის იმპორტიორი კომპანია ,,ბარაქას“  დირექტორი გურამ ბროძელი გლობალურ პროცესებს მიიჩნევს, როგორიც შეიძლება იყოს, მაგალითად,  რუსეთ-უკრაინის მოსალოდნელი ომი ან ლარის გაუფასურება.


გარდა ამ სავარაუდო პროცესებისა,  ბროძელი ზეთის გაძვირებას არ ვარაუდობს და დასძენს, რომ ფასები ისედაც მაღალი მაჩვენებლით არის გაზრდილი, რის გამოც ზეთის რეალიზაცია შემცირდა.


,,დეფიციტი არ არის, მაგრამ წარმოების შემცირებას აქვს ადგილი და ყველაზე მეტად ფასმა ცხიმებსა და მარცვლეულზე მოიმატა, შესაბამისად, ყველა დასახელება გაძვირდა.  ამ პროცესს 2021 წელს ხელს უწყობდა ის გარემოებაც, რომ მოიმატა  საწვავის ფასმა, ლოგისტიკაც ძვირდება, რაც იმპორტული პროდუქტის ღირებულებაზე ნეგატიურად აისახება.  ბოლო პერიოდში ზეთის გაძვირებას უბიძგა რუსეთ-უკრაინის დაპირისპირებამაც, ამ ქვეყნებს შორის დაძაბულობამ საერთაშორისო ფასებმა უარყოფითად იმოქმედა, მათ შორის ზეთის ბაზარზეც. ვფიქრობ, მაქსიმუმი მიღწეულია და წელს ზეთის გაძვირება უნდა გაჩერდეს. ცხადია, ისევ გლობალური მოცემულობა თუ არ შეიცვლება და ლარის სტაბილურობას შეინარჩუნებს. ზოგადად, რთული ფონია, ფასების ზრდა გაყიდვებზეც მოქმედებს.  ზეთის რეალიზაცია 2021 წელს 15%-ით შემცირდა.  ახლა ყველაფერი ისევ გლობალურ პროცესებზეა დამოკიდებული“, - ამბობს  გურამ ბროძელი ,,კომერსანტთან“.


 

ცნობისთვის, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ერთ-ერთი პროდუქტია ზეთი და ცხიმი, რომელიც 2021 წელს ყველაზე მეტად გაძვირდა. კერძოდ, ზრდა ამ მიმართულებით 19,6%-ს შეადგენს.

 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემით, იანვარში ინფლაციის დონემ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13.9% შეადგინა, ბოლო 12 თვეში კი სამომხმარებლო ფასები საშუალოდ 10.5%-ით გაიზარდა.


მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up