ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს 114-ე სესია, რომელიც საქართველოში მიმდინარეობდა, დასრულდა

ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს 114-ე სესია, რომელიც საქართველოში მიმდინარეობდა, დასრულდა

access_time2021-11-26 19:18:36

ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს 114-ე სესია, რომელიც საქართველოში მიმდინარეობდა, დასრულდა. საბჭოს სხდომაზე, საქართველომ მსოფლიოს ზეთისხილის საერთაშორისო დღე მიულოცა.

სესიაზე მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს ზეთისხილის წარმოებისა და შემდგომი ექსპორტის კუთხით დიდი პოტენციალი აქვს. განიხილეს ფინანსური, ეკონომიკური, ტექნოლოგიური და გარემო-პირობებთან დაკავშირებული საკითხებიც. ამასთან, იმსჯელეს იმ საკითხებზე, რაც ხელს შეუწყობს ზეთისხილის პოპულარიზაციას და კომერციულ საქმიანობას. განსახილველ საკითხებს შორის ასევე იყო ზეთისხილის ბიზნესის გამოწვევები და შესაძლებლობები.

როგორც ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტი, იმავდროულად საქართველოში ზეთისხილის ასოციაციის დამფუძნებელი, პრეზიდენტი და ქვეყანაში ამ დარგის შემომტანი გიორგი სვანიძე აღნიშნავს, საქართველო დაფიქსირდა, როგორც ზეთისხილის საუკეთესო ხარისხის მწარმოებელი ქვეყანა. ამასთან, სესიის ფარგლებში, რამდენიმე ქვეყნის ინვესტორმა მზაობა გამოთქვა, რომ საქართველოში განახორციელონ ინვესტიციები. ამასთან, სვანიძის თქმით, საქართველო მზად არის ზეთისხილის ზეთის წარმოება კიდევ უფრო განავითაროს.

„ საქართველოში ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს 114-ე სესია ჩატარდა. შეხვედრას 48 ქვეყანა ესწრებოდა, ამასთან, მონაწილეობდა უმაღლესი რანგის ევროკომისარი, იუნესკოს თავმჯდომარე. მოხარული ვარ, რომ საქართველოში ეს ასამბლეა წარმატებით დასრულდა. გუშინ, 5 წუთის განმავლობაში 48 ქვეყნის წარმომადგენელი, ფეხზე მდგომი უკრავდა ტაშს. აღნიშნავდნენ, რომ ასე კარგად ღონისძიება არცერთ ქვეყანაში არ ჩატარებულა. 48 ქვეყანამ გაიცნო საქართველო. საქართველო დაფიქსირდა, როგორც ზეთისხილის საუკეთესო ხარისხის მწარმოებელი ქვეყანა. ინვესტორები ძალიან დაინტერესდნენ საქართველოთი. რამდენიმე ქვეყანამ სურვილი გამოხატა, რომ ინვესტიციები განახორციელონ“,- აღნიშნავს სვანიძე.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ზეთისხილი არის კულტურა, რომელსაც საქართველოში ძალიან დიდი პოტენციალი გააჩნია. ზეთისხილის საერთაშორისო საბჭო კი ექსპერტული ორგანიზაციაა, რომელსაც შეუძლია საქართველოს ტექნიკური დახმარება აღმოუჩინოს. როგორც მინისტრმა განმარტა, საქართველოში ზეთისხილის სანერგე დაარსდება, იმისთვის რომ ზეთისხილის პლანტაციების გაშენება დაჩქარდეს.

„ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო გაერთიანდა ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოში და ზეთისხილის მწარმოებელი ქვეყნების ოჯახში შევიდა. ზეთისხილი არის კულტურა, რომელსაც საქართველოში ძალიან დიდი პოტენციალი გააჩნია. ჩვენ გვინდა ამ კულტურის განვითარება. საქართველოს დღეისთვის 1000 ჰექტარი ზეთისხილის პლანტაცია აქვს, ძირითადად მშრალ ადგილებში.

ზეთისხილის საერთაშორისო საბჭო ექსპერტული ორგანიზაციაა, რომელსაც შეუძლია საქართველოს ტექნიკური დახმარება აღმოუჩინოს. უკვე შევთანხმდით, რომ საქართველოში ზეთისხილის სანერგე დაარსდება, იმისთვის რომ ზეთისხილის პლანტაციების გაშენება დავაჩქაროთ. მეორე მხრივ, ადგილობრივად წარმოებული ზეთისხილის ნერგები გამოვიყენოთ, მნიშვნელოვანია შევამციროთ იმპორტი. ჩვენ ასევე შევქმნით ზეთისხილის საცდელ მეურნეობას, იმისთვის, რომ დავაკვირდეთ სხვადასხვა ჯიშს, როგორ მოქმედებს ამა თუ იმ კლიმატში. ასევე, მნიშვნელოვანია საქართველოს სხვადასხვა ტერიტორია ავითვისოთ. ეს არ იყოს მხოლოდ ერთი მუნიციპალიტეტი, ან ორი რაიონი“,- აღნიშნავს დავითაშვილი.


ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს 114-ე სესიის დასრულებისას საქართველოში ზეთისხილის კულტურის პოტენციალზე ისაუბრა სირინა მემუმ, რომელიც კომპანია „სიტადელ აგრუს“ წარმოადგენს. როგორც მან აღნიშნა, საქართველოში ზეთისხილის კულტურის მოსაყვანად ძალიან კარგი კლიმატია, ამასთან დაინტერესებულია საქართველოსთან პარტნიორობით.

„ რაც შეეხება პარტნიორობას, დაინტერესებულები ვართ საქართველოსთან პარტნიორობით. რაც შეეხება ინვესტიციებს, გვსურს საქართველოში ინვესტიციების განხორციელება. ვიცით, რომ ძალიან კარგი საინვესტიციო გარემო არის. ამ ეტაპზე ეს გარემო უნდა შევისწავლოთ“,- აღნიშნავს სირინა მემუ.

ცნობისთვის, საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს 2019 წლიდან შეუერთდა, ხოლო 2020 წლიდან წლის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაც გახდა. როგორც შეხვედრის მონაწილეები აღნიშნავენ, სწორი მუშაობისა და მენეჯმენტის გათვალისწინებით, გიორგი სვანიძე უკვე მეორედ იქნა არჩეული ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტად, რაც მათივე თქმით, უპრეცენდენტო შემთხვევაა.

ამასთან აღნიშნავენ, რომ ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს მიზანია, წვლილი შეიტანოს ზეთისხილის ზრდა-განვითარებაში, მათი ორგანიზებით იმართება ფორუმები საერთაშორისო დისკუსიისთვის, რათა გადაიჭრას ნებისმიერი საკითხი, რომელიც ზეთისხილის სექტორს უკავშირდება. ორგანიზაცია იმართება წევრების საბჭოსა და კომიტეტების მიერ (სულ 4 კომიტეტი, რომლებსაც წევრები წარმოადგენენ : ეკონომიკური საბჭო, ტექნოლოგიის და გარემოს კომიტეტი, ქიმიისა და სტანდარტიზაციის კომიტეტი და ადმინისტრაციული და ფინანსური კომიტეტი).



bpn.ge





თეგები:
ზეთისხილი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up