ზღვისპირა კურორტი გართობის გარეშე - როგორ ხვდება ანაკლია ტურისტულ სეზონს?!

ზღვისპირა კურორტი გართობის გარეშე - როგორ ხვდება ანაკლია ტურისტულ სეზონს?!

access_time2021-06-17 13:00:45

„განმუხურის სანაპიროს განვითარება არ ხდება, არანაირი გასართობი არ არის, რაც აფერხებს სტუმრების დაინტერესებას, არ არის კლუბი, გვაქვს მხოლოდ აკვაპარკი,“ - ამის შესახებ „კომერსანტს“ ანაკლიის სასტუმროს Anaklia Resort by Pratap`s Signature-ის გენერალური მენეჯერი მაია მურაჩაშვილი ესაუბრა.


ანაკლიაში თითქმის ყველა სასტუმრო კოვიდპაციენტებისთვის იყო განკუთვნილი, ნაწილი კოვიდსასტუმროს ფუნქციას ივლისის ბოლომდე ითავსებს. Anaklia Resort by Pratap`s Signature–მ ჯავშნების მიღება დაიწყო, თუმცა როგორც მაია მურაჩაშვილი გვიყვება, დაინტერესება მხოლოდ კონფერენციების მოწყობის მსურველებისა და ადგილობრივი დამსვენებლებისგანაა, ევროპელ ტურისტებზე საუბარი კი ზედმეტია. ამის ერთერთ მიზეზად ეპიდსიტუაციის შემდეგ, ზღვისპირა ქალაქში გართობის საშუალებების არარსებობას ასახელებს.

 

„გაზი არ გვაქვს სასტუმროში, რაც სახელმწიფოს მოსაგვარებელია და მთლიანდ ელექტროენერგიაზე ვამუშავებთ სასტუმროს. როდესაც სასტუმრო აშენდა ინვესტორისთვის კომუნიკაციების ნაწილი სახელმწიფოს უნდა მოეგვარებინა,  ეს ჯერ კიდევ შეუსრულებელია. ყველასთვის გვაქვს ინფორმაცია მიწოდებული,  მაგრამ არანაირი სიახლე ჯერჯერობით არ გვაქვს. აქტიურ კამპანიას ვაწარმოებთ ჩვენი სოციალური ქსელებით და საკმაოდ აქტიურად წამოვიდა ჯავშნები, თუმცა ძირითადად ადგილობრივი დამსვენებლებისა და ორგანიზაციებისგან, რომელთაც კონფერენციების ჩატარება უნდათ.  ძირითადად, ჩვენი დამსვენებელი იყო აზერბაიჯანი, სომხეთი და რუსეთიდან. ახლა რუსეთი აქტიურობს, მაგრამ ივლისის მეორე ნახევარში.  გაჩნდა სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან მოთხოვნა, სამწუხაროდ ევროპა საერთოდ აღარ ჩანს იმიტომ, რომ ჯერ კიდევ მეოთხე კატეგორიის ქვეყნად ვითვლებით ევროპა-ამერიკისთვის, სადაც ეუბნებიან, რომ კოვიდსიტუაცია უსაფრთხო არ არის და აცრა მასიური სახის არ არის. აგვისტოში სამდღიანი ფესტივალი გაიმართება ანაკლიაში, თუმცა სამი დღის იმედად ბიზნესი ვერ იქნება. დაგეგმილია ინფოტურები მუნიციპალიტეტიდან ტურისტული კუთხით და ვნახოთ რა შედეგი ექნება,“ - ამბობს სასტუმროს მენეჯერი.

 


Anaklia Resort by Pratap`s Signature-ის სასტუმრო, რომელიც სანაპიროს პირველ ზოლშია, ცნობილი საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის Echo Waves და Gemfest-ის მთავარი სცენის წინ მდებარეობს.  56–ნომრიანი სასტუმრო Anaklia Resort Pratap’s Signature  განმუხურში ინდური ინვესტიციით გახსნილი 5–ვარსკვლავიანი კოტეჯური კონცეფციის სასტუმროა, რომლის მშენებლობაშიც $10 მლნ–ზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა.

 


მარიამ მორგოშია

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up