ზღვისპირეთში მაღალ ფასებს დაბალი მოთხოვნა დაარეგულირებს

ზღვისპირეთში მაღალ ფასებს დაბალი მოთხოვნა დაარეგულირებს

access_time2020-07-06 19:00:45

პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოს ტურიზმის გადარჩენის ერთადერთი გზა შიდა ტურიზმია. საქართველოს მთავრობა ცდილობს მოსახლეობას ტრადიციულ ტურისტულ მიმართულებებთან ერთად, სხვადასხვა საინტერესო ტურისტული ადგილები შესთავაზოს. რეგიონების სასტუმროებიც ცდილობენ სხვადასხვა სახის შეთავაზებებით და ფასდაკლებებით მიიზიდონ ქართველი დამსვენებლები, თუმცა შავიზღვისპირეთის რეგიონი წლევანდელ სეზონს მაინც გაზრდილი ფასებით ხვდება.


კომპანია „რემაქსის“ ხელმძღვანელი მარიამ ასათიანი „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ  ზღვისპირა რეგიონში სასტუმროებზე მომატებული ფასები მხოლოდ დროებითია და როგორც კი მიხვდებიან რომ მოთხოვნა არ არის, ფასდაკლებები დაიწყება.


„ზღვისპირა რეგიონში შიდა ტურიზმიდან მოთხოვნა იმდენად არ იყო და ძირითადად უცხოელ ვიზიტორებზე იყო გათვლა, თუმცა ახლა ბინების და სასტუმროების ქირაობაზე მოთხოვნა გაიზარდა. სასტუმროები რომლებიც ამუშავდა რა თქმა უნდა შიდა ტურისტებით არის დატვირთული, ასევეა ბინების დაქირავებაზეც. იმ ადამიანებისთვის, რომლებიც საზღვარგარეთ გადიოდნენ ახლა ერთადერთი დასვენების საშუალება შიდა ტურიზმია და შესაბამისად მოთხოვნა ზღვისპირეთის სასტუმროებზეც მოიმატებს. თუმცა, არმგონია რომ ეს მომატებული ფასები შენარჩუნდეს, რადგან შიდა ტურიზმი ვერასოდეს ჩაანაცვლებს გარე ტურიზმს, შესაბამისად ფასების კლება დაფიქსირდება, როგორც კი დაინახავენ რომ მოთხოვნა არც ისე დიდია“, - აცხადებს მარიამ ასათიანი.



Myhome-ის პროექტის ხელმძღვანელი მადონა კაჭკაჭაშვილი „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ ზღვისპირეთში ამ სეზონს გამქირავებლები მოლოდინის თვალით უყურებენ და ივლისის დასაწყისში დაფიქსირებული მოთხოვნის შესაბამისად მოახდენენ ფასების დაწესებას.


„Myhome-ზე განთავსებული შეთავაზებების გათვალისწინებით, არსებული მდგომარეობით, ზღვისპირა რეგიონში, ჯერჯერობით არ არის დაფიქსირებული ფასების ზრდის ტენდენცია. სავარაუდოდ, გამქირავებლები მოლოდინის თვალით უყურებენ მოცემულ სეზონს და ივლისის დასაწყისში დაფიქსირებული მოთხოვნის შესაბამისად, მოახდენენ ფასების მიმართულებით რეაგირებასაც. ივლისის შუა რიცხვებისათვის უკვე სეზონის შესაბამისი ტრენდიც დაფიქსირებული იქნება“, - განმარტა მადონა კაჭკაჭაშვილმა.


„თიბისი კაპიტალის“ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, მარტის შემდეგ გაკეთებული ჯავშნები, რეგიონის სასტუმროებისთვის არსებული ჯავშნების დაახლოებით 75%-ს შეადგენს, ბათუმში 50%-მდეა, ხოლო 20%-ზე ნაკლებია თბილისის სასტუმროებისთვის. ივლისის თვის მიმდინარე ჯავშნების მიხედვით ბათუმში დატვირთულობა მხოლოდ 6%-ია. გამოკითხულ სასტუმროებში დატვირთულობა მაღალია მომდევნო თვეებში, მაგრამ მათი დიდი ნაწილი მოსალოდნელია გაუქმდეს ვინაიდან ჯავშნების უმეტესობა COVID-19-მდე პერიოდშია განხორციელებული. რეგიონის სასტუმროების საშუალო დღიური ფასი ივლისში 50%-მდეა შემცირებული, მაგრამ ბათუმში შედარებით მცირე და იშვიათი ფასდაკლებები ფიქსირდება.


ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up