პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, ზოგიერთი ქვეყანა უკრაინიდან რუსეთის მიერ მოპარული მარცვლეულის შეძენას ცდილობს.
როგორც მან Fox News-თან ინტერვიუში განმარტა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსები მარცვლეულს მასობრივად იპარავენ.
პრეზიდებტი ჯერ-ჯერობით ამ ქვეყნების დასახელებისგან თავს იკავებს.
"არ მინდა კონკრეტული ქვეყნების დასახელება, რომლებიც ჩვენს ზურგს უკან გარიგებებს დებენ რუსეთისგან ჩვენი მარცვლეულის შესაძენად. თუ ამას გააკეთებენ, რა თქმა უნდა, გეტყვით",- განაცხადა ზელენსკიმ.