ვიდეოკონფერენციების პლატფორმა Zoom-მა კომპანიის პრეზიდენტი გრეგ ტომბი გაათავისუფლა - მასთან კონტრაქტი „უმიზეზოდ“ მოულოდნელად იქნა შეწყვეტილი.
ამის შესახებ ВВС კომპანიის მიერ მარეგულირებელ ორგანოში შეტანილ განცხადებაზე დაყრდნობით წერს.
Google-ის ყოფილი ხელმძღვანელი Zoom-ის სათავეში 2022 წლის ივნისიდან მივიდა და კომპანიის გაყიდვებს აკონტროლებდა.
Zoom-ის წარმომადგენლის თქმით, კომპანია გრეგ ტომბის შემცვლელს არ ეძებს.
ტომბი პირდაპირ ექვემდებარებოდა აღმასრულებელ დირექტორს ერიკ იუანს, რომელმაც Zoom 2011 წელს დააარსა და ხელმძღვანელობს კომპანიას, რომელმაც პანდემიის პერიოდში განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა.
Zoom ცდილობს თავისი საქმიანობის დივერსიფიკაციას. გასულ წელს მან გამოაცხადა ელ.ფოსტისა და კალენდრის ფუნქციების ინტეგრირების გეგმები, ასევე ჩატბოტი, რომელიც მომხმარებლებს პრობლემების გადაჭრაში დაეხმარება. Zoom Sports ასევე დამუშავების პროცესშია.